ანთროპოგენული ზეწოლა ტყეებზე,  უკანონო ჭრა და ტყის დეგრადაცია ალის სატყეო უბანში

მიმდინარე წლის 2 აგვისტოს CENN, პროექტის „ახალი სატყეო ტექნოლოგიები ტყის მდგრადი მართვისთვის“ ფარგლებში, რომელსაც ფინანსურ მხარდაჭერას „მსოფლიო რესურსების ინსტიტუტი“ (WRI) უწევს, განხორციელდა საველე სამუშაოები ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელი ალის ტყეში ლიხის ქედის ფერდობებზე. საველე სამუშაოების მიზანი იყო ტყის მდგომარეობის შეფასება, ადგილობრივი ლანდშაფტის მოწყვლადობის მოდელირებისათვის.

 

სოფელი ალის ტყე წარმოადგენს ერთე-ერთ ცხელ წერტილს საქართველოში მისი ეკოსისტემის დეგრადაციის გამო, კერძოდ, ამ ტერიტორიაზე აღინიშნება ძლიერი ანთროპოგენული ზეწოლა, უკანონო ჭრა და ტყის დეგრადაცია (გზების ხშირი ქსელი და ფრაგმენტირებული ტყეები მთელ საკვლევ არეალზე), რაც ფიქსირდება სატელიტურ გამოსახულებებზე.

 

სოფელი ალის ტყის ლანდშაფტის შეფასება აჩვენებს, რომ ტყის აღდგენა ძლიერ შეფერხებულია. ტყის სწრაფი ჭრის შედეგად, ცალკე მდგომი ხეები დაზიანებულია ძლიერი ქარის გამო.

 

საველე შეფასების ფარგლებში CENN-ის ექსპერტთა ჯგუფმა გამოავლინა შემდეგი  კანონდარღვევები:

 

35-45° დაქანების ფერდობებზე მოჭრილი ხეები;

ხეების ჭრის შედეგად დაუსაწყობებელი ტყის ნარჩენი ტყის ფონდის ტერიტორიაზე;

მდინარის გასწვრივ განთავსებული რამდენიმე წლის წინ მოჭრილი ხეები.

 

ხეების ინტენსიური ჭრის გამო ზოგიერთ უბანზე მასობრივად განვითარებულია ქვეტყე და ტყის აღდგენა სუსტად მიმდინარეობს.

 

CENN-ის ექსპერტთა ჯგუფის დასკვნით, აუცილებელია, დეგრადირებულ ტერიტორიაზე გამოიხშიროს ქვეტყე, რომ ისედაც მცირე რაოდენობის აღმონაცენის რაოდენობა კიდევ უფრო არ შემცირდეს.

 

პროექტი „ახალი სატყეო ტექნოლოგიები ტყის მდგრადი მართვისთვის“ მიზნად ისახავს საქართველოში მიმდინარე სატყეო რეფორმის მხარდაჭერას საინფორმაციო და საკომუნიკაციო ინსტრუმენტების ახალი ტექნოლოგიების დანერგვით. პროექტს ახორციელებს CENN მსოფლიო რესურსების ინსტიტუტის (WRI) ფინანსური მხარდაჭერით. პროექტის აქტივობები მოიცავს ტყის მოწყვლადობის ანალიზს და რუკაზე დატანას. პროექტის შედეგად შემუშავდება ერთიანი რუკა, რომელიც დაეფუძნება ლაბორატორიულ და საველე კვლევებს, სტიქიური უბედურებებისადმი მგძნობიარე ზონების მოდელირებას და მიუთითებს, თუ სად უნდა ჩაატაროს სატყეო სააგენტომ დამატებითი კვლევები ტყეკაფების ადგილმდებარეობების დასაწესებლად.

 

გთხოვთ იხილოთ ვიდეო მასალა შემდეგ ბმულზე:

 

დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით:
ანა ინასარიძე
ერეკლე ჩახვაშვილი
CENN

ტ +99532 275 19 03/04
ფ +99532 275 19 05
ann.inasaridze@cenn.org
erekle.Chakhvashvili@cenn.org

X

მადლობა !

უკაცრავად, ასეთი ელ-ფოსტა არსებობს უკვე, გთხოვთ მოგვწერეთ

აირჩიეთ :