საქართველოს წითელი წიგნი

„საქართველოს წითელი წიგნის“ ელექტრონული ვერსია CENN-ის მიერ, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ხელშეწყობით, ავსტრიის თანამშრომლობა განვითარებისათვის (Austrian Development Cooperation) ფინანსური მხარდაჭერით მომზადდა. წიგნში მოცემულია ინფორმაცია საქართველოს ტერიტორიაზე არსებული მცენარეთა და ცხოველთა იშვიათი და გადაშენების პირას მისული სახეობების შესახებ. მასში ასევე შეტანილია მაღალი ესთეტიკური და მეცნიერული ღირებულების ცოცხალი და არაცოცხალი (არაორგანული) ბუნების ძეგლები – დიდხნოვანი ხეები, გეომორფოლოგიური, გეოლოგიური და ჰიდროგრაფიული წარმონაქმნები, რაც „საქართველოს წითელ წიგნს“ განასხვავებს იმავე პერიოდის სხვა ქვეყნების გამოცემებისაგან. „საქართველოს წითელი წიგნი“ 1982 წელს გამოიცა და ამჟამად ბიბლიოგრაფიული იშვიათობაა. ელექტრონულ ვერსიაში ტექსტი უმნიშვნელოდ არის შეცვლილი, საბჭოური პერიოდისათვის დამახასიათებელი ნომერკლატურული და სტილისტური ტენდენციების გათვალისწინებით. სახეობების სტატუსი განსაზღვრულია „საქართველოს წითელი ნუსხის“ და „საერთაშორისო წითელი ნუსხის“ მოთხოვნილებების შესაბამისად.

 

ელექტრონული ვერსიის გადმოწერა:

 

საქართველოს წითელი წიგნი

X

მადლობა !

უკაცრავად, ასეთი ელ-ფოსტა არსებობს უკვე, გთხოვთ მოგვწერეთ

აირჩიეთ :