ევროკავშირის მხარდაჭერით ქედის მუნიციპალიტეტში სოფლის განვითარების ევროპული მოდელი დაინერგება

14 სექტემბერს, ევროკავშირმა ქედის მუნიციპალიტეტში სოფლის განვითარების ახალი პროექტი ოფიციალურად წარადგინა. პროექტს “ადგილობრივი რესურსებისა და პოტენციალის ოპტიმალური გამოყენება სოფლის განვითარებისათვის“ ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელის (CENN), საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ფონდთან (CSRDG), დემოკრატიის ინსტიტუტთან (IoD) და ავსტრიის რეგიონული კვლევებისა და სივრცითი დაგეგმარების ინსტიტუტთან (ÖIR) თანამშრომლობით.

 

პროექტის მიზანია ადგილობრივი ეკონომიკური საქმიანობის დივერსიფიკაცია, ინვესტიციების მოზიდვა და კონკრეტული სასოფლო-სამეურნეო და გარემოსდაცვითი პრაქტიკის ხელშეწყობა სოფლის განვითარების თანამონაწილეობრივი, სტრატეგიული დაგეგმვის გზით.

 

ENPARD-ის ფარგლებში ევროკავშირი უკვე ახორციელებს მსგავს პროექტებს ბორჯომის, ლაგოდეხისა და ყაზბეგის მუნიციპალიტეტებში. მიმდინარე წელს, ევროკავშირის დაფინანსებით, სოფლის განვითარების კიდევ ხუთი ახალი პროექტის განხორციელება დაიწყო, კერძოდ  ქედის, ხულოს, დედოფლისწყაროს, თეთრიწყაროსა და ახალქალაქის მუნიციპალიტეტებში.

 

ქედაში შეხვედრა ოფიციალურად გახსნეს CENN-ის აღმასრულებელმა დირექტორი ნანა ჯანაშიამ და ქედის მუნიციპალიტეტის გამგებელმა დავით დუმბაძემ. საქართველოში სოფლის განვითარების ევროპული მიდგომის შესახებ ისაუბრა საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის გარემოსდაცვისა და სოფლის განვითარების მიმართულების  პროექტის მენეჯერმა, ალვარო ორტეგა აპარისიომ. მან აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია საქართველოს ევროპასთან ასოცირების გზაზე შესაძლებლობა ქონდეს ეზიაროს ევროპულ გამოცდილებას და რომ ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში, პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად, აქტიურად დაუჭერს მხარს ამ პროცესის მდგრადობას.

 

შეხვედრის ფარგლებში, თავიანთ გამოცდილებაზე ისაუბრეს ENPARD-ის პარტნიორებმა საქართველოს საპილოტე მუნიციპალიტეტებიდან. შეხვედრას ესწრებოდნენ ადგილობრივი და ცენტრალური მთავრობის წარმომადგენლები.

 

CENN-ის აღმასრულებელი დირექტორის ნანა ჯანაშიას თქმით, „ორგანიზაციისა და პროექტის პარტნიორებისთვის მნიშვნელოვანია ადგილობრივ მაცხოვრებლებთან ერთად მუშაობა პროექტის განხორციელებაზე და მისი მსვლელობისას ბევრ საინტერესო ინიციატივასა და აქტივობას გეგმავენ, მათ შორის საერთაშორისო გამოცდილების ქედაში დანერგვის მიმართულებით.“

 

შეხვედრის დასრულების შემდეგ, სტუმრებს, შეკრებილ თემთან და CENN-ის გუნდთან ერთად  შესაძლებლობა ქონდათ დაეგემოვნებინათ ადგილობრივი პროდუქცია. პროექტი განაგრძობს ადგილობრივებთან აქტიურ მუშაობას შემდგომი ინიციატივების თანამონაწილეობრივი ჩართულობის გზით განსახორციელებლად.

 

ევროკავშირი მხარს უჭერს სოფლის მეურნეობასა და სოფლის განვითარებას საქართველოში ENPARD-ის პროგრამის დახმარებით. პროგრამა ხორციელდება 2013 წლიდან და მისი მთლიანი ბიუჯეტი შეადგენს 102 მილიონ ევროს. ENPARD-ის ძირითადი მიზანი საქართველოში სოფლად სიღარიბის დაძლევაა. მეტი ინფორმაციისათვის ეწვიეთ  ENPARD-ის  ვებ-გვერდს: www.enpard.ge.

 

FMK_8883 FMK_8934 FMK_8991 FMK_9094 FMK_8979 FMK_9139 FMK_9058 FMK_9103 FMK_9122

X

მადლობა !

უკაცრავად, ასეთი ელ-ფოსტა არსებობს უკვე, გთხოვთ მოგვწერეთ

აირჩიეთ :