ეკოჰაბები მდგრადი განვითარების მიზნებისათვის

საქართველოს რეგიონებში შექმნილი 13 ეკოჰაბის წარმომადგენლები ბულაჩაურის მწვანე ცენტრში შეიკრიბებიან და მდგრადი განვითარების მიზნების (SDG) შესაბამისად, 2018 წლის სამოქმედო გეგმებს შეიმუშავებენ. სახელმძღვანელო სამუშაო დოკუმენტებში მიმდინარე სახელმწიფო და საზოგადოებრივი გარემოსდაცვითი პროგრამები იქნება ინტეგრირებული.

 

კიდევ ერთი მიმართულება, რაზეც ეკოჰაბები CENN–თან და საგანმანათლებლო ინიციატივების ქართულ ასოციაციასთან (სიქა)  ერთად იმსჯელებენ, საერთაშორისო საგანმანათლებლო პროგრამებში რეგიონების სკოლების ჩართვაა.

 

ცალკე სესია დაეთმობა სამოქალაქო განათლების სახელმწიფო პროგრამას, რომლის ინიციატორიც, ეკოჰაბების გარდა, საქართველოს პარლამენტის გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის კომიტეტიცაა. ამ მიზნით, ბულაჩაურს კომიტეტის აპარატის წევრები ესტუმრებიან.

 

CENN–ის 10 რეგიონული კოორდინატორი, 20–ზე მეტი მოსწავლე და პედაგოგი ბულაჩაურში კვირის ბოლომდე დარჩება. სამუშაო დრო ასევე გათვლილია ნიკო კეცხოველის 2018 წლის სასკოლო პრემიის ნახევარფინალებისა და ფინალის დასაგეგმად და 2019 წლის საკონკურსო თემატიკის შესამუშავებლად.

 

ინიციატივა ხორციელდება CENN–ის მიერ, ავსტრიის თანამშრომლობა განვითარებისათვის (ADC) ფინანსური მხარდაჭერით, ტყის მდგრადი მართვა საქართველოში პროგრამის ფარგლებში. შეხვედრის მხარდამჭერია პროგრამა ნარჩენების მართვის ტექნოლოგები რეგიონებში (WMTR II), რომელსაც ახორციელებს CENN, USAID-ის ფინანსური მხარდაჭერით.

 

X

მადლობა !

უკაცრავად, ასეთი ელ-ფოსტა არსებობს უკვე, გთხოვთ მოგვწერეთ

აირჩიეთ :