კონფერენცია - სამთო-მოპოვებითი მრეწველობის ზეგავლენა სამხრეთ კავკასიის ბუნებრივ გარემოზე და მისი პასუხისმგებლიანი ფუნქციონირების პერსპექტივები

2014 წლიდან CENN ახორციელებს რეგიონულ პროექტს – გარემოსდაცვითი და სოციალური პასუხისმგებლობის განვითარების ხელშეწყობა სასარგებლო წიაღისეულის მართვის სექტორში კავკასიაში, რომლის მიზანია სიღარიბის შემცირება, გარემოსდაცვითი განათლებისა და ცნობიერების გაზრდა, სასარგებლო წიაღისეულის მოპოვებასთან დაკავშირებული გარემოსდაცვითი და სოციალური უსაფრთხოების უზრუნველყოფა და სოფლად მდგრადი განვითარების პრინციპების ხელშეწყობა.

 

კონფერენცია გაიმართა 2017 წლის 29 მარტს, 10:00 საათზე, სასტუმრო Courtyard Marriot-ში

 

კონფერენციის მიმდინარეობისას, დაინტერესებული მხარეები გაეცნენ სამხრეთ კავკასიის ქვეყნებში სამთო-მოპოვებითი მრეწველობის ზეგავლენას ბუნებრივ და სოციალურ – ეკონომიკურ გარემოზე და მისი პასუხისმგებლიანი ფუნქციონირების პერსპექტივებს.

 

კონფერენციაზე წარმოდგენილ იქნა 3-წლიანი რეგიონული პროექტის ფარგლებში განხორციელებული საქმიანობები და მათი შედეგები სამხრეთ კავკასიის ქვეყნებში. შეხვედრას დაესწრნენ CENN – ის პარტნიორები სომხეთიდან და აზერბაიჯანიდან.

 

CHOX0297CHOX0302CHOX0307CHOX0308CHOX0315 CHOX0318 CHOX0320CHOX0323 CHOX0325 CHOX0341CHOX0349 CHOX0362 CHOX0372 CHOX0389 CHOX0392 CHOX0406 CHOX0420 CHOX0462 CHOX0506 CHOX0511 CHOX0493

X

მადლობა !

უკაცრავად, ასეთი ელ-ფოსტა არსებობს უკვე, გთხოვთ მოგვწერეთ

აირჩიეთ :