ტყის მდგრადი მართვა საქართველოში - მრჩეველთა საბჭოს შეხვედრა

27 ივნისს, სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში“ ორგანიზაცია CENN -ის ინიციატივითა და ორგანიზებით, სატყეო სტრატეგიის ძირითადი პოლიტიკური საკითხების შესახებ იმსჯელეს. შეხვედრა პროექტის – „ტყის მდგრადი მართვა საქართველოში“ ფარგლებში, გაიმართა.

 

პროექტის მრჩეველთა საბჭოს წევრებს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის მოადგილემ სოლომონ პავლიაშვილმა და ავსტრიის საელჩოს სამხრეთ კავკასიის საკოორდინაციო ოფისის ხელმძღვანელმა გერჰარდ შაუმბერგერმა მიმართეს.

 

შეხვედრაზე CENN – ის მიერ სატყეო სექტორში განხორციელებული ინიციატივები, დარგში მიმდინარე პროცესები და ეროვნული სატყეო სააგენტოს ინსტიტუციური გაძლიერების საკითხები განიხილეს. ასევე, პანელური დისკუსიის ფორმატში იმსჯელეს კრწანისის ტყეპარკის დაცვისა და განვითარების შესაძლებლობებზეც.

 

შეხვედრაზე კრწანისი ტყეპარკის სამომავლო ბედის შესახებ 5 სავარაუდო ვარიანტი გამოიკვეთა. მიუხედავად იმისა, რომ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე შეხვედრები კვლავ დაიგეგმა, შეხვედრის მონაწილეთა უმეტესობამ მხარი ამ ტერიტორიის დაცული ტერიტორიების სააგენტოსთვის მართვაში გადაცემას დაუჭირა, თუმცა ასევე მყარი იყო არგუმენტები, კრწანისის ტყეპარკის თბილისის მერიისათვის მართვაში გადაცემაზე.

 

შეხვედრა CENN-ის ორგანიზებითა და ავსტრიის თანამშრომლობა განვითარებისთვის (ADC) ფინანსური მხარდაჭერით გაიმართა.

X

მადლობა !

უკაცრავად, ასეთი ელ-ფოსტა არსებობს უკვე, გთხოვთ მოგვწერეთ

აირჩიეთ :