საახალწლო კონკურსი ჩემი ნაძვის ხე დასრულდა

13 დეკემბერს დასრულდა პროგრამა ნარჩენების მართვის ტექნოლოგიები რეგიონებში, ფაზა II-ის (WMTR II) მიერ ორგანიზებული კონკურსის ჩემი ნაძვის ხის ფარგლებში მონაწილეების მასალების მიღება.

 
WMTR II პროგრამის ინიციატივით ოქტომბერ–ნოემბერში მიმდინარეობდა საახალწლო კონკურსი სკოლის მოსწავლეების, სტუდენტებისა და ნებისმიერი კრეატიული ადამიანისთვის ჩემი ნაძვის ხე.

 

კონკურსი მიზნად ისახავდა საზოგადოების ჩართვას გარემოსდაცვით აქტივობებში, ინიციატივების წამოწყებისა და კრეატიული ხედვის განვითარებას ახალგაზრდებში, ნივთების ხელმეორედ გამოყენების იდეის პოპულარიზაციასა და საახალწლო გამოფენა–გაყიდვის მოწყობას საქველმოქმედო მიზნით.

 

a

 

კონკურსის პირობების თანახმად, ნებისმიერ მსურველს შეეძლო გამოეგზავნა მათ მიერ დამზადებული ძველი ნივთებისგან დამზადებული საახალწლო აქსესუარების ფოტოები, რის შემდეგაც ფოტოები იტვირთებოდა WMTR II პროგრამის Facebook გვერდზე.

 
კონკურსში მონაწილეობა მიიღეს სხვადასხვა სკოლის მოსწავლეებმა და სტუდენტებმა მთელი საქართველოს მასშტაბით, თუმცა მონაწილეების ძირითადი ნაკადი შედგებოდა WMTR II პროგრამის სამიზნე რეგიონებიდან შემოსული აპლიკანტებისგან: შიდა ქართლი, აჭარის ა.რ., კახეთი და ქალაქი თბილისი.

 

 

b2

 

აღნიშნული კონკურსის პირველი ფაზა 26 ნოემბერს დასრულდა. ატვირთული ფოტოების მიერ დაგროვილი მოწონებებისა და დამზადებული ნივთების ხარისხის მიხედვით შეირჩა 20 მონაწილე, რომლებიც 29–30 ნოემბერს გაემგზავრნენ ბულაჩაურის მწვანე ცენტრში ძველმანებისგან კიდევ უფრო მეტი საახალწლო აქსესუარების დასამზადებლად. აღნიშნული აქსესუარებისგან 2 დეკემბერს მოეწყო საქველმოქმედო საახალწლო გამოფენა–გაყიდვა. შემოსული თანხა გადაეცა საქართველოს ძაღლების ორგანიზაციას.

 

საახალწლო კონკურსში მონაწილეობის მიღების მსურველთა სიმრავლისა და მრავალფეროვნების გამო, კონკურსის დაემატა მეორე ფაზა, რომელიც 13 დეკემბრამდე გრძელდებოდა. კონკურსის მეორე ფაზის დასრულების შემდეგ შერჩეული მონაწილეების ნამუშევრებით თელავის # 2 საჯარო სკოლაში 15 დეკემბერს 13:00 საათზე მოეწყობა ხელნაკეთი ნივთების გამოფენა, რის ფარგლებშიც მოსწავლეებს ჩაუტარდებათ სამუშაო შეხვედრა ძველი ნივთების კრეატიულად გადაკეთებაზე. აღნიშნული ნივთებისგან, 23 დეკემბერს, ასევე მოეწყობა საქველმოქმედო გამოფენა–გაყიდვა ახლა უკვე თბილისში, სასტუმრო ფაბრიკის მიერ ორგანიზებული საშობაო ბაზრობის ფარგლებში.

 

 

WMTR II გუნდი მადლობას უხდის ყველა მონაწილეს ჩართულობისთვის. სწორედ მონაწილეების ინტერესისა და ჩართულობის გათვალისწინებით კონკურსი მომავალ წელსაც განხორციელდება უფრო ფართო მასშტაბებით.

 

დეტალური ინფორმაციისთვისა და სიახლეებისთვის თვალი ადევნეთ ჩვენს Facebook გვერდს: WMTR II Program

 

WMTR II პროგრამას ახორციელებს CENN, USAID-ის მხარდაჭერით.

 

b3     b4

 

X

მადლობა !

უკაცრავად, ასეთი ელ-ფოსტა არსებობს უკვე, გთხოვთ მოგვწერეთ

აირჩიეთ :