ქედის მუნიციპალიტეტში ადგილობრივი განვითარების ჯგუფის წევრები არჩევნებისთვის ემზადებიან

ქედის მუნიციპალიტეტში, ადგილობრივი განვითარების ჯგუფის წევრები მმართველი საბჭოს წევრების არჩევნებისთვის ემზადებიან.

 

მიმდინარე წლის 12 დეკემბერს, CENN-ისა და დემოკრატიის ინსტიტუტის ორგანიზებით, გაერთიანებული შეხვედრა გაიმართა ადგილობრივი განვითარების ჯგუფის წევრებთან. შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა მმართველი საბჭოს წევრობის მსურველი კანდიდატების მიერ ადგილობრივი განვითარების ჯგუფის წევრებისთვის საკუთარი პროგრამის წარდგენა და ასევე საარჩევნო პროცედურების გაცნობა.

 

ამჟამინდელი მონაცემებით, ქედის ადგილობრივი განვითარების ჯგუფის წევრობის მსურველთა 266 აპლიკაციაა შემოსული, აქედან 40% ქალია. რაც შეეხება სექტორებს, პროცენტული მაჩვენებელი შემდეგნაირად არის განაწილებული: საჯარო სექტორი 36%, სამოქალაქო სექტორი 14%, ხოლო კერძო კი 50%. ადგილობრივი განვითარების ჯგუფში წარმოდგენილი იქნება ქედის მუნიციპალიტეტის 9-ვე თემის წარმომადგენელი.

 

მმართველი საბჭოს 15 წევრის არჩევა მოხდება ადგილობრივი განვითარების ჯგუფის წევრების მიერ ფარული კენჭისყრის პრინციპით. არჩევნები გაიმართება მიმდინარე წლის 24 დეკემბერს ქედის მუნიციპალიტეტში.

 

პროექტი ადგილობრივი პოტენციალის ოპტიმიზაცია სოფლის განვითარებისთვის ქედის მუნიციპალიტეტში ხორციელდება ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელის (CENN) მიერ საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ფონდთან (CSRDG), დემოკრატიის ინსტიტუტთან (IoD) და ავსტრიის რეგიონული კვლევებისა და სივრცითი დაგეგმარების ინსტიტუტთან (ÖIR) თანამშრომლობით.

 

ევროკავშირი მხარს უჭერს სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარებას საქართველოში ENPARD-ის პროგრამის დახმარებით. პროგრამა ხორციელდება 2013 წლიდან და მისი მთლიანი ბიუჯეტი შეადგენს 102 მილიონ ევროს. ENPARD-ის ძირითადი მიზანი საქართველოში სოფლად სიღარიბის დაძლევაა. პროგრამის პირველი ფაზის პრიორიტეტი სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობა იყო, ხოლო მეორე ფაზა მიზნად ისახავს სოფლად მცხოვრები ადამიანების ეკონომიკური განვითარების შესაძლებლობების შექმნას არამარტო აღნიშნულ სექტორში. მეტი ინფორმაციისათვის ეწვიეთ  ENPARD-ის  ვებ-გვერდს: www.enpard.ge

 

 

 

X

მადლობა !

უკაცრავად, ასეთი ელ-ფოსტა არსებობს უკვე, გთხოვთ მოგვწერეთ

აირჩიეთ :