შემაჯამებელი შეხვედრა მედიის წარმომადგენლებისთვის ბულაჩაურის „მწვანე ცენტრში“

ბულაჩაურის „მწვანე ცენტრში“ ტრეინინგ კურსის შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა მედიის წარმომადგენლებისთვის. ჟურნალისტების შეკითხვებს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის პირველმა მოადგილემ – სოლომონ პავლიაშვილმა და ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსმა – თორნიკე გვაზავამ უპასუხეს.

 
პროექტი მოიცავს მედის წარმომადგენლების ტრენინგს ტყის მდგრადი მართვის საკითხების შესახებ, საველე სასწავლო ტურებს სატყეო უბნებზე და ასევე, კონკურსის კომპონენტსაც.

 

 

პროექტის მიზანია ჟურნალისტების კვალიფიკაციის ამაღლება საქართველოს სატყეო რეფორმის, სატყეო პოლიტიკის ძირითადი გამოწვევებისა და განვითარების შესაძლებლობების შესახებ. სატყეო სექტორის აქტუალურ საკითხებზე მომზადებული ნამუშევრების გამარჯვებული ავტორები ოქტომბერში გამოვლინდებიან.

 

 

ინიციატივა ხორციელდება CENN-ის მიერ პროექტის – „ტყის მდგრადი მართვა საქართველოში“ ფარგლებში.

 

 

პროექტის პარტნიორები და ფინანსური მხარდამჭერები არიან: ავსტრიის თანამშრომლობა განვითარებისათვის (ADC), გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (GIZ). პროექტი Global Forest Watch, გლობალური გარემოსდაცვითი ფონდი (GEF), გაეროს გარემოსდაცვითი პროგრამა (UNEP).

 

 

_ART2974 _ART3006 _ART3037 _ART3038 _ART3050 _ART3055 _ART3060 _ART2995

X

მადლობა !

უკაცრავად, ასეთი ელ-ფოსტა არსებობს უკვე, გთხოვთ მოგვწერეთ

აირჩიეთ :