ხელნაკეთი საახალწლო ნაძვისხეებისა და აქსესუარების გამოფენა თელავში

15 დეკემბერს თელავის # 2 საჯარო სკოლაში WMTR II პროგრამის კონკურსის ჩემი ნაძვის ხის მონაწილეების მიერ ძველი ნივთებისგან დამზადებული საახალწლო აქსესუარების გამოფენა ჩატარდა. მონაწილეებსა და სტუმრებს საშუალება ჰქონდათ არა მხოლოდ დაეთვალიერებინათ გამოფენა, არამედ მონაწილეობა მიეღოთ ძველი ნივთებისგან ახალი აქსესუარების დამზადების ვორქშოფში.

 

გამოფენა გაიხსნა 13:00 საათიდან, ხოლო 13:30 საათიდან გაგრძელდა ვორქშოფით ხელნაკეთი საახალწლო აქსესუარების დამზადებაზე. ვორქშოფზე დასწრება თავისუფალი იყო ყველა მსურველისთვის.

 

საახალწლო ნივთების გამოფენა ჩატარდა პროგრამა ნარჩენების მართვის ტექნოლოგიები რეგიონებში, ფაზა II–ის კონკურსის ჩემი ნაძვის ხის ფარგლებში.

 

კონკურსი მიზნად ისახავდა რესურსების დაზოგვისა და ნივთების ხელმეორედ გამოყენების იდეის პოპულარიზაციას საზოგადოებაში. კონკურსის პირობების თანახმად ნებისმიერ მსურველს შეეძლო ძველი ნივთებისგან გაკეთებული ახალი საახალწლო აქსესუარების ფოტოების გამოგზავნა, რომლებიც WMTR II პროგრამის Facebook გვერდზე იტვირთებოდა. ფოტოების საფუძველზე კონკურსის პირველ ფაზაში შეირჩა 20 მონაწილე, რომლებმაც ბულაჩაურის მწვანე ცენტრში 29–30 ნოემბერს კიდევ უფრო მეტი საახალწლო აქსესური დაამზადეს. აღნიშნული აქსესუარებისგან 2 დეკემბერს მოეწყო საქველმოქმედო საახალწლო გამოფენა–გაყიდვა. შემოსული თანხა გადაეცა საქართველოს ძაღლების ორგანიზაციას.

 

15 დეკემბერს თელავის ვორქშოფზე დამზადებული საახალწლო აქსესუარებით WMTR II გააგრძელებს საქველმოქმედო გამოფენა–გაყიდვას, რომელიც 23 დეკემბერს შედგება, თბილისში, სასტუმრო ფაბრიკის ტერიტორიაზე ე. ნინოშვილის # 8.

 

1a 2a 3a 4a 6a 5a

X

მადლობა !

უკაცრავად, ასეთი ელ-ფოსტა არსებობს უკვე, გთხოვთ მოგვწერეთ

აირჩიეთ :