fbpx

ავრანლოს საჯარო სკოლა ნაგვის გარეშე

ქვემო ქართლის WASH ტექნიკური შეფასების დოკუმენტზე მუშაობისას განხორციელებული საველე გასვლის ფარგლებში, დადგინდა, რომ წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ ავრანლოს საჯარო სკოლაში საპირფარეშოების პრობლემასთან ერთად, მწვავედ იდგა არალეგალური ნაგავსაყრელის პრობლემა. იმის გამო, რომ სკოლის ეზოს წლებია ქვის გალავანი დაენგრა და ვერ ხერხდებოდა ტერიტორიის არა მხოლოდ პირუტყვისგან, არამედ ადგილობრივი მოსახლეობისგან დაცვა, სოფლის მაცხოვრებლები უკვე 20 წელზე მეტია სკოლის ეზოში არსებულ ორმოს საყოფაცხოვრებო ნარჩენების განსათავსებელად იყენებდნენ.

 

სკოლის ადმინისტრაცია იძულებული იყო დღემდე საკუთარი ძალებით გამკლავებოდა, როგორც ნარჩენების პრობლემას, ისე შემოუღობავი ეზოს კუსტარულად გამართვას. ამასთან, უნდა აღინიშნოს, რომ არც სოფელ ავრანლოში და მით უფრო, არც სკოლის ტერიტორიაზე არ იყო განთავსებული ნარჩენების ურნები, რაც ანტისანიტარიულ გარემოს ქმნიდა. სკოლის ადმინისტრაციას უხდებოდა ნარჩენების წალკის ცენტრამდე ტრანსპორტირება, სადაც ურნების პრობლემა არ დგას.

 

ავრანლოს სკოლის ეზო ადრე

 

პროექტის საქართველოს WASH (წყალი, სანიტარია და ჰიგიენა) სათემო ინიციატივა (GC-WASH) ფარგლებში, სოფელ ავრანლოს საჯარო სკოლაში და მის მიმდებარე ტერიტორიაზე WaSH გამოწვევების შესაბამისად, პროცესებში ჩართო ადგილობრივი თვითმმართველობა, თემის რწმუნებული, ინფრასტრუქტურისა და კომუნალური მომსახურების სამსახურები. რეაგირება პასუხისმგებელი ინსტიტუციების მხრიდან მყისიერი აღმოჩნდა და შედეგად, სოფელ ავრანლოს საჯარო სკოლაში წალკის კომუნალურმა სამსახურმა სრულად გაწმინდა სკოლის ეზოში არსებული ორმო ნარჩენებისგან, ამჟამად კი მერიის ინფრასტრუქტურის სამსახური ორმოს მიწით ამოვსებას ახორციელებს. ასევე იგეგმება ავრანლოს სკოლის ეზოს აზომვითი სამუშაოების ჩატარება მის შემოსაღობად და მთელ სოფელში ნარჩენებისათვის განკუთვნილი ურნების განთავსება.

 

აღნიშნული ინიციატივა განხორციელდა CENN–ის მიერ, New World Program – ის ქვეშ მიმდინარე პროექტის: საქართველოს WASH (წყალი, სანიტარია და ჰიგიენა) სათემო ინიციატივა (GC-WASH) ფარგლებში, Global Water Challenge-ისა და კოკა-კოლას ფონდის (TCCF) ფინანსური მხარდაჭერით.

 

პროექტის მიზანია ქვემო ქართლის მუნიციპალიტეტებში (დმანისი, წალკა, მარნეული და თეთრიწყარო) არსებული მრავალეთნიკური სოფლების, სოციალურად დაუცველი მოსახლეობის წყალმომარაგებისა და სანიტარიის დარღვეული ნორმების გამოვლენა, არსებული პრობლემების გადაჭრის გზების ლობირება–ადვოკატირება, აღნიშნულ საკითხებზე მოსახლეობისა და სხვა დაინტერესებული მხარეების ცნობიერების ამაღლება და პრობლემების მოგვარებაზე მუშაობა.

 

ავრანლოს სკოლა ახლა ავრანლოს სკოლა ახლა (2)

X

бѓбѓђбѓбѓљбѓќбѓбѓђ !

бѓЈбѓбѓђбѓЄбѓбѓђбѓбѓђбѓ, бѓђбѓЎбѓбѓбѓ бѓбѓљ-бѓбѓќбѓЎбѓўбѓђ бѓђбѓбѓЎбѓбѓбѓќбѓбѓЎ бѓЈбѓбѓбѓ, бѓбѓбѓбѓќбѓбѓ бѓбѓќбѓбѓбѓбѓбѓбѓбѓ

бѓђбѓбѓбѓбѓбѓбѓ :