fbpx

დიღმის გასხვისებული ტყეპარკის ნაწილი ქალაქს უბრუნდება

თბილისის მერის, დავით ნარმანიას განცხადებით, დიღმის გასხვისებული ტყე-პარკის ნაწილი ქალაქს უბრუნდება. თბილისის მერის თქმით, საუბარია 10,000 მ² მიწის ნაკვეთზე, რომლის დაბრუნებაც კერძო მესაკუთრეებთან წარმართული ხანგრძლივი მოლაპარაკებების შედეგად გადაწყდა.

 

„დავიწყეთ დიღმის ტყეპარკის გამოსყიდვის პროცესი, რათა ეს სივრცე დაუბრუნდეს ქალაქს, დაუბრუნდეს თბილისს და თბილისელებს. გამოსყიდულ მიწის ნაკვეთზე უახლოეს პერიოდში საშემოდგომო გამწვანების ღონისძიებები განხორციელდება. დასრულების ფაზაშია ტყე-პარკის 16,400 მ² მიწის ნაკვეთის ადგილმონაცვლეობის საკითხიც“, – ამის შესახებ თბილისის მერმა გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

 

დიღმის ტყეპარკის შენარჩუნების მიზნით, წლების განმავლობაში მიმდინარეობდა აქტიური საზოგადოებრივი კამპანია, რომელშიც არაერთი არასამთავრობო, მედია და საერთაშორისო ორგანიზაცია ჩაერთო. ქალაქის ხელისუფლებასა და საზოგადოებას შორის ტყეპარკთან დაკავშირებული დისკუსია განსაკუთრებით გამწვავდა 2009 წლის შემდეგ, როცა საკრებულოს გადაწყვეტილებით, აღნიშნულ ტყეპარკს, ათეულობით სხვა რეკრეაციულ ზონასთან ერთად, შეეცვალა სტატუსი და სრულიად დაუცველი აღმოჩნდა.

 

საზოგადოებრივმა მოძრაობამ მოიცვა ყველა შესაძლო მექანიზმი, საპროტესტო აქციებიდან – სამართლებრივი დავებამდე. მომზადდა ფილმი, პროცესში აქტიურად ჩაერთო ადგილობრივი მოსახლეობა, განსაკუთრებული წვლილი კი პროცესში მხატვარმა ანა გაბრიაძემ შეიტანა, რომლის მიერ წარმოებულმა ადვოკატირების საქმიანობამ ყოველდღიური ხასიათი მიიღო.

 

CENN ულოცავს თბილისის საზოგადოებას ამ მნიშვნელოვან გამარჯვებას და გამოთქვამს იმედს, რომ უმოკლეს პერიოდში შესრულდება თბილისის მერიის დაპირება ქალაქისთვის ტყეპარკის მთელი ტერიტორიის დაბრუნების შესახებ.

X

бѓбѓђбѓбѓљбѓќбѓбѓђ !

бѓЈбѓбѓђбѓЄбѓбѓђбѓбѓђбѓ, бѓђбѓЎбѓбѓбѓ бѓбѓљ-бѓбѓќбѓЎбѓўбѓђ бѓђбѓбѓЎбѓбѓбѓќбѓбѓЎ бѓЈбѓбѓбѓ, бѓбѓбѓбѓќбѓбѓ бѓбѓќбѓбѓбѓбѓбѓбѓбѓ

бѓђбѓбѓбѓбѓбѓбѓ :