fbpx

ევროკავშირი ქედის მუნიციპალიტეტში სოფლის განვითარების ახალ პროექტს იწყებს

CENN_EU-KEDA_email header

 

14 სექტემბერი 2017, ქედა, აჭარა – ევროკავშირი ENPARD-ის პროგრამის ფარგლებში აგრძელებს სოფლის განვითარების მხარდაჭერას საქართველოში. 14 სექტემბერს, CENN ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილ ახალ პროექტს “ადგილობრივი რესურსებისა და პოტენციალის ოპტიმალური გამოყენება სოფლის განვითარებისათვის“ აჭარის ა.რ. დაბა ქედაში ოფიციალურად გახსნის.

 

ღონისძიება გაიმართება დაბა ქედის გამგეობის შენობაში, 14:30-დან 17:00 საათამდე.

 

შეხვედრას ოფიციალურად გახსნიან CENN – ის აღმასრულებელი დირექტორი, ნანა ჯანაშია და ქედის მუნიციპალიტეტის გამგებელი, დავით დუმბაძე. საქართველოში სოფლის განვითარების ევროპული მიდგომის შესახებ ისაუბრებს ევროკავშირის წარმომადგენლობის გარემოსდაცვისა და სოფლის განვითარების მიმართულების პროექტის მენეჯერი, ალვარო ორტეგა აპარისიო. შეხვედრის მონაწილეებს გამოცდილებას გაუზიარებენ ENPARD-ის პარტნიორები საქართველოს საპილოტე მუნიციპალიტეტებიდან.

 

პროექტი ხორციელდება ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით CENN – ის მიერ, საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ფონდთან (CSRDG), დემოკრატიის ინსტიტუტთან (IoD) და ავსტრიის რეგიონული კვლევებისა და სივრცითი დაგეგმარების ინსტიტუტთან (ÖIR) თანამშრომლობით. პროექტის მიზანია ადგილობრივი ეკონომიკური საქმიანობის დივერსიფიკაცია, ინვესტიციების მოზიდვა და კონკრეტული სასოფლო-სამეურნეო და გარემოსდაცვითი პრაქტიკის ხელშეწყობა სოფლის განვითარების თანამონაწილეობრივი, სტრატეგიული დაგეგმვის გზით.

 

ევროკავშირი მხარს უჭერს სოფლის მეურნეობასა და სოფლის განვითარებას საქართველოში ENPARD-ის პროგრამის დახმარებით. პროგრამა ხორციელდება 2013 წლიდან და მისი მთლიანი ბიუჯეტი შეადგენს 102 მილიონ ევროს. ENPARD – ის ძირითადი მიზანი საქართველოში სოფლად სიღარიბის დაძლევაა. პროგრამის პირველი ფაზის პრიორიტეტი სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობა იყო, ხოლო მეორე ფაზა მიზნად ისახავს სოფლად მცხოვრები ადამიანების ეკონომიკური განვითარების შესაძლებლობების შექმნას არამარტო აღნიშნულ სექტორში. მეტი ინფორმაციისათვის ეწვიეთ ENPARD-ის ვებ-გვერდს: www.enpard.ge.

 

საკონტაქტო პირები:

 

• ნინო გაფრინდაშვილი, CENN-ის პროექტის მენეჯერი, +995 593 92 48 44, nino.gaprindashvili@cenn.org
• თამარ ხუნწარია, ENPARD-ის საინფორმაციო ჯგუფის ხელმძღვანელი, +995 595 98 99 16, tamar.k@actionprgroup.com

X

бѓбѓђбѓбѓљбѓќбѓбѓђ !

бѓЈбѓбѓђбѓЄбѓбѓђбѓбѓђбѓ, бѓђбѓЎбѓбѓбѓ бѓбѓљ-бѓбѓќбѓЎбѓўбѓђ бѓђбѓбѓЎбѓбѓбѓќбѓбѓЎ бѓЈбѓбѓбѓ, бѓбѓбѓбѓќбѓбѓ бѓбѓќбѓбѓбѓбѓбѓбѓбѓ

бѓђбѓбѓбѓбѓбѓбѓ :