fbpx

კავკასიის ფრანგული სკოლის თანამშრომლებს ნარჩენების მართვის თანამედროვე მიდგომების შესახებ ტრენინგი ჩაუტარდათ

15 თებერვალს კავკასიის ფრანგული სკოლის თანამშრომლებს ნარჩენების მართვის თანამედროვე მიდგომების შესახებ ტრენინგი ჩაუტარდათ. ტრენინგის თემა ნარჩენების მართვის მიდგომები, პრაქტიკები და გამოწვევები იყო. განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა ნარჩენების სწორ დახარისხებასა და მის მნიშვნელობაზე, ასევე, დახარისხებული ნარჩენის შემდგომი გადამუშავების ქვეყანაში არსებულ შესაძლებლობაზე.

 

შეგახსენებთ, ფრანგულ სკოლასთან უკვე ფუნქციონირებს ნარჩენების დახარისხების კუთხე, სადაც სკოლის მოსწავლეებს, მშობლებსა და სკოლის თანამშრომლებს შესაძლებლობა აქვთ დახარისხებული ნარჩენი (ქაღალდი, შუშა, პლასტმასა და ალუმინი) მიიტანონ და განათავსონ დახარისხების კუთხეში, შესაბამის ურნებში, ნარჩენების შემდგომი გადამუშავების მიზნით.

 

დახარისხების კუთხე სკოლასთან ოფოციალურად 23 თებერვალს, 14:00 სთ–ზე გაიხსნება.

 

აღსანიშნავია, რომ ნარჩენების წყაროსთან სეპარაციის ვალდებულება, ნარჩენების მართვის ეროვნული კანონმდებლობის მიხედვით, 2019 წლიდან ეტაპობრივად შემოდის ძალაში. შესაბამისად, ძალიან მნიშვნელოვანია საზოგადოების ინფორმირება და მომზადება ამ პროცესისათვის.

 

ტრენინგი ჩატარდა WMTR II პროგრამის ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს CENN, USAID-ის მხარდაჭერით. WMTR II პროგრამის ფარგლებში ქალაქ თბილისში, უკვე 8 ადგილზე ფუნქციონირებს ნარჩენების დახარისხების სტენდები. მოსახლეობას საშუალება აქვს დაახარისხოს ქაღალდის, შუშის, ალუმინისა და პლასტმასას ნარჩენები და განათავსოს მათთვის განკუთვნილ განყოფილებებში.

 

გადახედეთ ნარჩენების დახარისხების კუთხეების ლოკაციებს, აირჩიეთ თქვენთვის სასურველი მდებარეობა და დაიწყეთ რესურსების დაზოგვა. სეპარაციის სტენდების ადგილმდებარეობა მოცემულია რუკაზე: http://bit.ly/2FO8F2H

 

წარმატებულ დახარისხებას გისურვებთ!

 

s1 s2 s3

X

бѓбѓђбѓбѓљбѓќбѓбѓђ !

бѓЈбѓбѓђбѓЄбѓбѓђбѓбѓђбѓ, бѓђбѓЎбѓбѓбѓ бѓбѓљ-бѓбѓќбѓЎбѓўбѓђ бѓђбѓбѓЎбѓбѓбѓќбѓбѓЎ бѓЈбѓбѓбѓ, бѓбѓбѓбѓќбѓбѓ бѓбѓќбѓбѓбѓбѓбѓбѓбѓ

бѓђбѓбѓбѓбѓбѓбѓ :