fbpx

კავკასიის ფრანგულმა სკოლამ ნარჩენების დახარისხება დაიწყო

23 თებერვალს, კავკასიის ფრანგულ სკოლაში თბილისში რიგით მე–8 ნარჩენების დახარისხების კუთხე გაიხსნა, სადაც სკოლის მოსწავლეებს, მშობლებსა და სკოლის თანამშრომლებს შესაძლებლობა აქვთ მიიტანონ და დაახარისხონ ქაღალდი, შუშა, პლასტმასა და ალუმინი. ნარჩენების შეგროვებას და შემდგომ ტრანსპორტირებას უზრუნველყოფს შპს სუფთა სამყარო, რომელიც ნარჩენებს შესაბამის გადამამუშავებელ კომპანიებს გადასცემს.

 

დახარისხების კუთხე გახსნა USAID-ის ეკონომიკური განვითარების ოფისის დირექტორმა, ვერონიკა ლიმ, კავკასიის ფრანგული სკოლის დამწყები კლასების დირექტორ, მეტიუ გაროსთან CENN-ის აღმასრულებელ დირექტორთან, ნანა ჯანაშიასთან და მოსწავლეთა მშობლების ასოციაციის თავმჯდომარე რუტ ვისენტესთან ერთად. ღონისძიებას ასევე დაესწრო საფრანგეთის საელჩოს მრჩეველი თანამშრომლობისა და კულტურის საკითხებში ჟან-ივ ლავუარი. გახსნაში მონაწილე მასპინძლებმა და სტუმრებმა ყურადღება გაამახვილეს ნარჩენების დახარისხებისა და ამ პროცესში ახალგაზრდების ჩართულობის მნიშვნელობაზე.

 

ღონისძიების ფარგლებში დასუფთავდა ვაკის პარკის მიმდებარე ტერიტორია. შემდეგ კი მოსწავლეებს თავად ჰქონდათ შესაძლებლობა დაეხარისხებიათ ნარჩენები.ღონისძიება დასრულდა სახალისო საგანმანათლებლო თამაშებით ნარჩენების დახარისხებაზე.

 

სეპარაციის კუთხე გაიხსნა USAID–ის მხარდაჭერით მიმდინარე პროგრამის ნარჩენების მართვის ტექნოლოგია რეგიონებში, ფაზა II (WMTR II) ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს CENN. პროგრამა ეხმარება საქართველოს მთავრობას ქვეყნის ნარჩენების მართვის სექტორის მოდერნიზებაში და ხელს უწყობს მდგრად და ინკლუზიურ ეკონომიკურ განვითარებას. პროგრამის ფარგლებში, თბილისის მასშტაბით დახარისხებული ნარჩენების განთავსება უკვე რვა ლოკაციაზეა შესაძლებელი. მისამართებისთვის, გთხოვთ, იხილეთ რუკა: ნარჩენების დახარისხების კუთხეები.

 

ნარჩენების დახარისხების საჭიროება საქართველო-ევროკავშირს შორის არსებული ასოცირების ხელშეკრულებითაა განსაზღვრული და ნარჩენების მართვის კოდექსის მოთხოვნით 2019 წლიდან ყველა მუნიციპალიტეტში უნდა დაიწყოს.

 

WMTR II პროგრამას ახორციელებს CENN, USAID-ის მხარდაჭერით.

 

 

 

CENN - ßâñßâáßâÉßâ£ßâÆßâúßâÜßâÿ ßâíßâÖßâ¥ßâÜßâÉ - -¬ Utskhography - 249 CENN - ßâñßâáßâÉßâ£ßâÆßâúßâÜßâÿ ßâíßâÖßâ¥ßâÜßâÉ - -¬ Utskhography - 232 CENN - ßâñßâáßâÉßâ£ßâÆßâúßâÜßâÿ ßâíßâÖßâ¥ßâÜßâÉ - -¬ Utskhography - 203 CENN - ßâñßâáßâÉßâ£ßâÆßâúßâÜßâÿ ßâíßâÖßâ¥ßâÜßâÉ - -¬ Utskhography - 149

X

бѓбѓђбѓбѓљбѓќбѓбѓђ !

бѓЈбѓбѓђбѓЄбѓбѓђбѓбѓђбѓ, бѓђбѓЎбѓбѓбѓ бѓбѓљ-бѓбѓќбѓЎбѓўбѓђ бѓђбѓбѓЎбѓбѓбѓќбѓбѓЎ бѓЈбѓбѓбѓ, бѓбѓбѓбѓќбѓбѓ бѓбѓќбѓбѓбѓбѓбѓбѓбѓ

бѓђбѓбѓбѓбѓбѓбѓ :