fbpx

მწვანე არდადეგების პრიზი – 2018 (მეორე ეტაპი)

CENN, კომპანია ტისიუპეიპერთან ერთად, „მწვანე არდადეგების პრიზის“ მოსაპოვებელი კონკურსის მეორე ეტაპს აცხადებს.

 

შეაგროვეთ მაკულატურა, შეარჩიეთ ახალი წიგნები „ნერგი ბარათზე“ დაგროვილი ქულებით, გახდით „მწვანე არდადეგების პრიზის“ მფლობელი და ამავდროულად, მიიღეთ დამატებითი ქულები კეცხოველის სასკოლო პრემიისთვის.

 

მაკულატურის შეგროვების ვადაა 2018 წლის 1 იანვრამდე.

 

გამარჯვებულები გამოვლინდებიან 2018 წლის 20 თებერვალს.

 

სკოლებიდან მაკულატურის გატანა მოხდება 2018 წლის 1 იანვრიდან 20 თებერვლამდე.

 

საპრიზო ფონდი 1 500 ლარია. აღნიშნული თანხით მოხდება გარემოსდაცვითი ლიტერატურის შეძენა გამარჯვებული 3 სკოლისათვის.

 

თქვენ მიერ შეგროვებული მაკულატურა მოხმარდება მეორადი ქაღალდის წარმოებას, რაც დაიცავს უამრავ ხეს მოჭრისაგან.

 

გაითვალისწინეთ: მაკულატურის შეგროვების დაგეგმვისას, გთხოვთ, კარგად შეაფასოთ თქვენი შესაძლებლობები, რადგან კომპანია არ იღებს პასუხისმგებლობას სკოლიდან 500 კილოგრამზე ნაკლები წონის მაკულატურის გატანაზე.

 

პროექტის მონაწილეებმა ასევე უნდა გაითვალისწინონ შემდეგი პირობები:

 

არ ბარდება მუყაო, ლამინირებული და წებოვანი ქაღალდი

 

მაკულატურა უნდა იყოს მოთავსებული  ტომრებში/ყუთებში ან შეკრული სახით

 

სქელყდიან წიგნებს აკლდება წონის 15 % , ამიტომ უმჯობესი იქნება, ასეთ წიგნებს ცალკე მოეყაროს თავი

 

დაზოგეთ ქაღალდი! დაზოგეთ ტყე!
ინიციატივა ხორციელდება პროექტის – ტყის მდგრადი მართვა საქართველოში ფარგლებში, ავსტრიის თანამშრომლობა განვითარებისათვის (ADC) ფინანსური მხარდაჭერით.

 

ინიციატივის თანამონაწილეა USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამა “ნარჩენების მართვის ტექნოლოგიები რეგიონებში, ფაზა II”

 

საკონტაქტო ინფორმაცია:

 

577 68 79 45 – დოდო ყურაშვილი

597 979 606 – ვანო გიოშვილი

 

ქაღალდი ერთ-ერთი ყველაზე ადვილად გადასამუშავებელი მასალაა და მის გადამუშავებას მნიშვნელოვანი გარემოსდაცვითი ეფექტი აქვს. ლიტერატურული წყაროების მიხედვით, მხოლოდ ქაღალდის წარმოებისათვის მსოფლიოში ყოველწლიურად 4 მილიარდამდე ხე იჭრება. ყოველი 1 ტონა ქაღალდის გადამუშავებით კი იზოგება 17 ხე, 1.400 ლიტრი ნავთობი და 2.29 მ³ ნაგავსაყრელის სივრცე, ასევე 58%-ით მცირდება წყლის, 64%-ით კი – ელექტროენერგიის მოხმარება.

X

бѓбѓђбѓбѓљбѓќбѓбѓђ !

бѓЈбѓбѓђбѓЄбѓбѓђбѓбѓђбѓ, бѓђбѓЎбѓбѓбѓ бѓбѓљ-бѓбѓќбѓЎбѓўбѓђ бѓђбѓбѓЎбѓбѓбѓќбѓбѓЎ бѓЈбѓбѓбѓ, бѓбѓбѓбѓќбѓбѓ бѓбѓќбѓбѓбѓбѓбѓбѓбѓ

бѓђбѓбѓбѓбѓбѓбѓ :