fbpx

მწვანე ბანაკი შიდა ქართლის სკოლის მოსწავლეებისთვის

USAID-ის პროექტი ნარჩენების მართვის ტექნოლოგია რეგიონებში, ფაზა 2 (WMTR, II), რომელსაც ახორციელებს CENN, აქტიურად მუშაობს ნარჩენების მართვაში ქალთა გააქტიურების კუთხით. სწორედ ამ მიზნით, პროექტის ფარგლებში შიდა ქართლის ოთხ მუნიციპალიტეტში (ქარელში, გორში, კასპსა და ხაშურში) ადგილობრივ ქალთა და გოგონათა ჯგუფებმა მუნიციპალიტეტების დახმარებით, მოამზადე და სხვადასხვა დაწესებულებებში განათავსეს მაკულატურის შესაგროვებელი ყუთები, რომლებში შეგროვებული ნარჩენი გადაეცემა ადგილობრივ ქაღალდის გადამამუშავებელ კომპანიას.

 

8 და 9 დეკემბერს, შიდა ქართლში მაკულატურის შეგროვების პროექტში ჩართული აქტიური სკოლის მოსწავლეებისთვის მოეწყო ორდღიანი ბანაკი ბულაჩაურის მწვანე ცენტრში. ბანაკში მონაწილეობა მიიღო 23-მა მოსწავლემ (20 გოგო და 3 ბიჭი) გორის, ხაშურის, ქარელისა და კასპის მუნიციპალიტეტების სკოლებიდან. ორი დღის განმავლობაში ბანაკის მონაწილეები გაეცნენ ნარჩენების მართვის თანამედროვე მიდგომებსა და დარგში არსებულ გამოწვევებს, ასევე, გენდერული თანასწორობის მნიშვნელობასა და ქალთა გააქტიურების გზებს, როგორც ზოგადად, ისე ნარჩენების მართვის კუთხით. მოსწავლეებმა გაიარეს პრაქტიკული სავარჯიშოებით დატვირთული პრეზენტაციის უნარებისა და საპროექტო განაცხადის წერის ტრენინგები, რის შედეგადაც მონაწილეებმა ჯგუფურად მოამზადეს და წარადგინეს პრეზენტაციები, რა პრობლემებია მათ თემებში ნარჩენების მართვის კუთხით და როგორ შეუძლიათ მათ ხელი შეუწყონ მათ მოგვარებას. გარდა ამისა, მოსწავლეებმა პოლიეთილენის ბოთლების გამოყენებით დაამზადეს და გააფორმეს საშობაო ნაძვის ხე. ბანაკის მონაწილეები გეგმავენ რეალურად განახორციელონ გარემოსდაცვითი აქტივობები თავიანთ თემებში, რაშიც მათ WMTR-ის გუნდიც დაეხმარებათ.

 

CENN-0427 CENN-0676 CENN-0697

X

бѓбѓђбѓбѓљбѓќбѓбѓђ !

бѓЈбѓбѓђбѓЄбѓбѓђбѓбѓђбѓ, бѓђбѓЎбѓбѓбѓ бѓбѓљ-бѓбѓќбѓЎбѓўбѓђ бѓђбѓбѓЎбѓбѓбѓќбѓбѓЎ бѓЈбѓбѓбѓ, бѓбѓбѓбѓќбѓбѓ бѓбѓќбѓбѓбѓбѓбѓбѓбѓ

бѓђбѓбѓбѓбѓбѓбѓ :