fbpx

სამოქალაქო სექტორის მიმართვა ასოცირების შეთანხმების შეუსრულებლობის რისკების შესახებ

ეროვნული პლატფორმის წევრი ორგანიზაციები, ასოცირების დღის წესრიგის გარემოსდაცვით ნაწილში არსებულ ხარვეზებთან დაკავშირებით, საქართველოს პრემიერს მიმართავენ და მათ აღმოფხვრამდე დოკუმენტის დამტკიცების შეჩერებას ითხოვენ.

 

„სახელმწიფო დოკუმენტებს შორის არსებული შეუსაბამობები და წინამორბედ გეგმებში და ანგარიშებში გაწერილი სატყეო დარგის მთლიანად ამოღება, ტოვებს ასოცირების დღის წესრიგიდან გადახვევის შთაბეჭდილებას და იძლევა პირველ საგანგაშო სიგნალებს ასოცირების შეთანხმების შესრულებასთან დაკავშირებით.

 

მივმართავთ საქართველოს მთავრობას, შეაჩეროს დოკუმენტის დამტკიცება, ვიდრე გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო არ უზრუნველყოფს მის შესაბამისობას გასულ წლების დოკუმენტებთან და „გარემოს დაცვისა და კლიმატთან დაკავშირებული ქმედებების საკითხებში ევროკავშირთან დაახლოების პროცესის საგზაო რუკასთან“ – ნათქვამია განცხადებაში.

 

მიმართვის სრული ტექსტი იხილეთ ფაილში.

X

бѓбѓђбѓбѓљбѓќбѓбѓђ !

бѓЈбѓбѓђбѓЄбѓбѓђбѓбѓђбѓ, бѓђбѓЎбѓбѓбѓ бѓбѓљ-бѓбѓќбѓЎбѓўбѓђ бѓђбѓбѓЎбѓбѓбѓќбѓбѓЎ бѓЈбѓбѓбѓ, бѓбѓбѓбѓќбѓбѓ бѓбѓќбѓбѓбѓбѓбѓбѓбѓ

бѓђбѓбѓбѓбѓбѓбѓ :