fbpx

სამუშაო შეხვედრა თბილისის გარემოსდაცვითი სტრატეგიის ბიოლოგიური მრავალფეროვნების დაცვის სამოქმედო გეგმის შემუშავებისათვის

29–30 მარტს გამწვანების და ლანდშაფტის სპეციალისტები ქალაქ თბილისის გარემოსდაცვითი სტრატეგიის ბიომრავალფეროვნებისა და ურბანული გარემოს სამოქმედო გეგმის შემუშავების მიზნით, კაჭრეთის „ამბასადორში“ შეიკრიბნენ.

 

აღნიშნულმა დოკუმენტმა ყველა იმ გამოწვევას უნდა უპასუხოს, რაც დედაქალაქის მწვანე საფარის მართვის მხრივ არსებობს. თანმიმდევრულ და რეალურად განხორციელებად ღონისძიებებთან ერთად დოკუმენტში გაიწერა მათი განხორციელების ვადები, ბიუჯეტი და ინდიკატორები.

 

დოკუმენტზე მუშაობა თბილისის მერიამ, CENN–თან ერთად, გასულ წელს დაიწყო. ამ ხნის განმავლობაში ჩატარდა არაერთი საჯარო და ტექნიკური შეხვედრა. გასული კვირის სამუშაო შეხვედრა დაინტერესებული მხარეებისა და ექსპერტების ხედვების საბოლოო შეჯერებას ემსახურებოდა. მასში პარლამენტის გარემოს დაცვის კომიტეტის თავმჯდომარეც მონაწილეობდა, რომელმაც თბილისს არ მხოლოდ დოკუმენტის მომზადების, არამედ განხორციელების ფაზაშიც დახმარება აღუთქვა.

 

ახლო მომავალში დოკუმენტი განხილვისათვის ფართო საზოგადოებას, წლის ბოლომდე კი – თბილისის საკრებულოს დასამტკიცებლად წარედგინება.

 

ინიციატივა ხორციელდება ავსტრიის თანამშრომლობა განვითარებისათვის (ADC) ფინანსური მხარდაჭერით, „ტყის მდგრადი მართვა საქართველოში“ – პროექტის ფარგლებში.

 

CHOX0034CHOX0024 CHOX0267CHOX0484

 

CHOX0494

X

бѓбѓђбѓбѓљбѓќбѓбѓђ !

бѓЈбѓбѓђбѓЄбѓбѓђбѓбѓђбѓ, бѓђбѓЎбѓбѓбѓ бѓбѓљ-бѓбѓќбѓЎбѓўбѓђ бѓђбѓбѓЎбѓбѓбѓќбѓбѓЎ бѓЈбѓбѓбѓ, бѓбѓбѓбѓќбѓбѓ бѓбѓќбѓбѓбѓбѓбѓбѓбѓ

бѓђбѓбѓбѓбѓбѓбѓ :