fbpx

სოფლად მცხოვრებმა წარმატებულმა ქალებმა ქედის მუნიციპალიტეტიდან სომხეთში გამართულ საერთაშორი ფესტივალში მიიღეს მონაწილეობა

ევროკავშირის მხარდაჭერით, ხუთმა წარმატებულმა ქალმა ქედის მუნიციპალიტეტიდან ერევანში გამართულ საერთაშორისო ღონისძიებებში მიიღო მონაწილეობა. 14-15 სექტემბერს, სომხეთის დედაქალაქი მასპინძლობდა კონფერენციას “ქალები სოფლის მეურნეობაში” და გამოფენა–გაყიდვას “მოსავლის ფესტივალი–სოფლად ცხოვრება და ტრადიციები”. ქალთა გაძლიერებისადმი მიძღვნილ ღონისძიებებში სხვადასხვა ქვეყნიდან საგანგებოდ ჩამოსულმა ასამდე ქალმა მიიღო მონაწილეობა.

 

კონფერენციის ფარგლებში, CENN-მა წარადგინა ევროკავშირის ENPARD პროგრამის მხარდაჭერით მიმდინარე პროექტი “ქედა ლიდერი”. მეწარმე თამარ ბალაძემ ქედის მუნიციპალიტეტიდან სომეხ ქალებს გაუზიარა თავისი გამოცდილება და სამომავლო გეგმები ჟოლოს წარმოების მიმართულებით. მეორე დღეს, გამოფენა–გაყიდვის ფარგლებში ფესტივალზე წარმოდგენილი იყო მაღალმთიანი აჭარაში წარმოებული ღვინო, თაფლი, მურაბები, თხილი, ყველი და სუნელები.

 

ოფიციალური საფესტივალო ღონისძიებების გარდა, ქედელ ქალებს შესაძლებლობა მიეცათ მოენახულებინათ ორგანიზაცია Green Lane-ის ორგანული ფერმა და მწვანე ცენტრი ერევნის სიახლოვეს. საქართველოსაკენ მომავალ გზაზე კი, მონაწილეები ეწვივნენ სოფელ ხაშტარაკს, სადაც ENPARD სომხეთის ერთ–ერთ ბენეფიციარს შეხვდნენ და მისი ჟოლოს ბაღი და წარმოება მოინახულეს. მასპინძელმა სტუმრებს გაუზიარა თავისი გამოცდილება სოფლად მცხოვრებ ქალტა საბჭოს წევრობაზე, რომელიც შექმნილი იქნა CENN-ისა და Green Lane-ის ერთობლივი ძალისხმევით პროექტის “ქალთა გაძლიერება ბუნებრივი რესურსების მართვის მიმართულებით სამხრეთ კავკასიის ქვეყნებში”.

 

პროექტის “ქედა ლიდერი” სამომავლო გეგმები ქალთა ჯგუფებთან მუშაობის მიმართულებით მოიცავს ტრენინგების, სემინარების, გაცვლითი ვიზიტებისა და სხვა ქალტა გაძლიერებაზე მიმართულ აქტივობებს, ადგილობრივი განვითარების სტრატეგიასთან შესაბამისობაში.

 

პროექტი „ქედა ლიდერი“ ხორციელდება ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით CENN-ის მიერ, საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი (CSRDG), დემოკრატიის ინსტიტუტთან (IoD) და ავსტრიის რეგიონული კვლევებისა და სივრცითი დაგეგმარების ინსტიტუტთან (ÖIR) თანამშრომლობით. პროექტის მიზანია ადგილობრივი ეკონომიკური საქმიანობის დივერსიფიკაცია, ინვესტიციების მოზიდვა და კონკრეტული სასოფლო–სამეურნეო და გარემოსდაცვითი პრაქტიკის ხელშეწყობა სოფლის განვითარების თანამონაწილეობრივი, სტრატეგიული დაგეგმვის გზით.

 

ევროკავშირი მხარს უჭერს სოფლის მეურნეობასა და სოფლის განვითარებას საქართველოში ENPARD-ის პროგრამის დახმარებით. პროგრამა ხორციელდება 2013 წლიდან და მისი მთლიანი ბიუჯეტი შეადგენს 179.5 მილიონ ევროს. ENPARD-ის ძირითადი მიზანი საქართველოში სოფლად სიღარიბის დაძლევაა. პროგრამის პირველი ფაზის პრიორიტეტი სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობა იყო, ხოლო მეორე და მესამე ფაზა მიზნად ისახავს სოფლად მცხოვრები ადამიანების ეკონომიკური განვითარების შესაძლებლობების შექმნას არამარტო აღნიშნულ სექტორში. მეტი ინფორმაციისათვის ეწვიეთ ENPARD-ის ვებ–გვერდს: www.enpard.ge.

 

X

бѓбѓђбѓбѓљбѓќбѓбѓђ !

бѓЈбѓбѓђбѓЄбѓбѓђбѓбѓђбѓ, бѓђбѓЎбѓбѓбѓ бѓбѓљ-бѓбѓќбѓЎбѓўбѓђ бѓђбѓбѓЎбѓбѓбѓќбѓбѓЎ бѓЈбѓбѓбѓ, бѓбѓбѓбѓќбѓбѓ бѓбѓќбѓбѓбѓбѓбѓбѓбѓ

бѓђбѓбѓбѓбѓбѓбѓ :