fbpx

ტრენინგი მუნიციპალური ნარჩენების მართვის გეგმების შემუშავებასა და მოსაკრებლის ოდენობის დაანგარიშებასთან დაკავშირებით

ა.წ. 28-29 ივნისს ქ. გორში, პროგრამის „ნარჩენების მართვის ტექნოლოგიები რეგიონებში, ფაზა II (WMTR II)“ ორგანიზებით ჩატარდა ტრენინგი მუნიციპალური ნარჩენების მართვის გეგმების შემუშავების და მოსაკრებლის ოდენობის დაანგარიშების საკითხებზე, შიდა ქართლისა და მცხეთა–მთიანეთის რეგიონების წარმომადგენლებისათვის.

 

 

შეხვედრა გახსნა საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის მოადგილემ, ეკა გრიგალავამ. ქალბატონმა ეკამ შეახსენა ადგილობრივი მთავრობის წარმომადგენლებს ნარჩენების მართვის კოდექსით გათვალისწინებული ვალდებულებები და კიდევ ერთხელ აღნიშნა ამ ვალდებულებების შესრულების მნიშვნელობა ქვეყანაში ნარჩენების მართვის თანამედროვე მიდგომების დანერგვისათვის.  სენის აღმასრულებელმა დირექტორმა, ნანა ჯანაშიამ დამსწრეებს გააცნო WMTR II პროგრამის გეგმები ნარჩენების ინტეგრირებული მართვის სისტემის დანერგვის კუთხით.

 

 

ტრენინგზე მონაწილეებს საშუალება მიეცად დეტალურად გაცნობოდნენ ეროვნული კანონმდბელობის მოთხოვნებს, როგორც მუნიციპალური ნარჩენების მართვის გეგმების შემუშავების, ასევე მუნიციპალური ნარჩენებით გარემოს დაბინძურების სამართალდარღვევებზე რეაგირების მხრივაც.

 

 

ნარჩენების მართვის კოდექსის მოთხოვნით ადგილობრივმა მთავრობებმა 2017 წლის 31 დეკემბრამდე უნდა შეიმუშაონ და დაამტკიცონ მუნიციპალური ნარჩენების მართვის გეგმები. ამ პროცესის მნიშვნელოვანი ნაწილია კონსულტაციები დაინტერესებულ მხარეებთან და საჯარო განხილვები. ამიტომაც, ტრენინგის მეორე დღეს, WMTR II გუნდის წარმომადგენლებმა დეტალურად გააცნეს მონაწილეებს პროგრამის მიერ გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროსთან ერთად შემუშავებული სახელმძღვანელო: მუნიციპალური ნარჩენების მართვის გეგმის შემუშავების სახელმძღვანელო დოკუმენტი, რომელიც სრულ ინფორმაციას იძლევა გეგმების შემუშავების პროცესთან დაკავშირებით.

 

 

ცალკე სესია მიეძღვნა ნარჩენების მოსაკრებლის ოდენობის დაანგარიშების საკითხს. პროგრამის გუნდს შემუშავებული აქვს მეთოდოლოგია, რომელიც თანამედროვე პრინციპების გამოყენებით საშუალებას იძლევა ზუსტად და მარტივად განისაზღვროს ნარჩენების მოსაკრებელი. ტრენინგზე თეორიული ცოდნის მიღებასთან ერთად, მონაწილეებს პრაქტიკული სავარჯიშოს გაკეთების საშუალებაც მიეცათ.

 

 

WMTR II გუნდი გააგრძელებს ინტენსიურ მუშაობას სამიზნე მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებთან და დაეხმარება მათ, ნარჩენების მართვის სექტორში, კანონმდებლობით დაკისრებული ვალდებულებების შესრულებაში.

 

 

WMTR II პროგრამა 2017 წლის 18 მარტს დაიწყო აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ფინანსური მხარდაჭერით. პროგრამას ახორციელებს კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელი – CENN სამ რეგიონში – კახეთი, აჭარის ა.რ, შიდა ქართლი – და ქალაქ თბილისში.

 

 

WMTR II პროგრამა ეხმარება საქართველოს მთავრობას ქვეყნის ნარჩენების მართვის სექტორის მოდერნიზებაში და მხარს უჭერს მდგრად და ინკლუზიურ ეკონომიკურ განვითარებას. პროგრამა ხელს უწყობს ბუნებრივი რესურსების პასუხისმგებლიან მართვას, რაც მინიმუმამდე დაიყვანს  ადამიანის ჯანმრთელობასა და ბუნებრივ რესურსებზე ნარჩენების მიერ მიყენებულ ზიანს.

 

 

პროგრამა ხელს უწყობს ინოვაციური მიდგომების დანერგვას, ახალი ტექნოლოგიების გამოყენებას და ძლიერი თანამშრომლობის ჩამოყალიბებას რათა მიაღწიოს, შეინარჩუნოს და გააფართოოს დასახული ამოცანები და გადაჭრას მდგრადი განვითარების გამოწვევები.

 

DSC_0088 DSC_0097

 

DSC_0120 DSC_0152

X

бѓбѓђбѓбѓљбѓќбѓбѓђ !

бѓЈбѓбѓђбѓЄбѓбѓђбѓбѓђбѓ, бѓђбѓЎбѓбѓбѓ бѓбѓљ-бѓбѓќбѓЎбѓўбѓђ бѓђбѓбѓЎбѓбѓбѓќбѓбѓЎ бѓЈбѓбѓбѓ, бѓбѓбѓбѓќбѓбѓ бѓбѓќбѓбѓбѓбѓбѓбѓбѓ

бѓђбѓбѓбѓбѓбѓбѓ :