fbpx

ტყეების საერთაშირისო დღეს 2017 წლის ნიკო კეცხოველის პრემიის მფლობელი სკოლები და ფოტო სინთეზი 2017-ის გამარჯვებულები გამოვლინდა

kets

21 მარტს, ტყეების საერთაშორისო დღეს, ფაბრიკას საგამოფენო სივრცეში ახალგაზრდული კონკურსების შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა.

 

ნიკო კეცხოველის სასკოლო, გარემოსდაცვითი კონკურსის დასკვნით ნაწილში მონაწილეობას მთელი ქვეყნის მასშტაბით შერჩეული  23 სკოლა იღებდა. მათ საკუთარ რეგიონებში შეძლეს გამარჯვება და საუკეთესოები იყვნენ მთელი კონკურსის მიმდინარეობის მანძილზე.

 

გარემოსდაცვით კონკურსებს ორგანიზაცია CENN გარემოს დაცვისა და განათლების სამინისტროებთან პარტნიორობით ატარებს.

 

ინიციატივის ფარგლებში საქართველოს სკოლებში შეიქმნა გუნდები, რომლებმაც პარტნიორ სახელმწიფო და საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან ერთად უამრავი გარემოსადცვითი აქტივობა განახორციელეს.

 

როგორც მოსალოდნელი იყო კონკურსის ფინალმა ემოციურად ჩაიარა და ჟიურის ძალიან გაუჭირდა საუკეთესო სკოლებს შორის ნიკო კეცხოველის პრემიის 1, 2 და 3 ადგილის მფლობელების გამოვლენა. საბოლოო ჯამში, დაძაბული და საინტერესო დღის ბოლოს, გამარჯვებული სკოლებიც გამოვლინდა და 2017 წლის ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემიის პირველადგილოსანი გორის N1 სკოლა გახდა. მეორე ადგილი თელავის N2 სკოლამ დაიკავა. მესამე ადგილზე კი მთიანი აჭარის წარმომადგენელი – დიდაჭარის საჯარო სკოლა გავიდა.

 

სამივე გამარჯვებულ სკოლას CENN ეკო-ჰაბის მოწყობაში დაეხმარება!

 

ყველა სკოლას გადაეცა სხვადასხვა სახის საჩუქრები და საპატიო მწვანე დროშა გარემოსა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის, გიგლა აგულაშვილის, განათლების მინისტრის  მოადგილის, ლია გიგაურის, CENN-ის აღმასრულებელი დირექტორის, ნანა ჯანაშიას და GFW – ს ეროვნული კოორდინატორის ეკატერინე ნაკაშიძის მიერ.

 

გარემოს დაცვის მინისტრმა  დააჯილდოვა ნიკო კეცხოველის პრემიის ფარგლებში, გარემოსდაცვითი ვიდეომიმართვების  გამორჩეული 3  საუკეთესო სკოლა. სამინისტრო თავის რჩეულებს საქართველოს სხვადასხვა დაცულ ტერიტორიაზე ლაშქრობას დაუფინანსებს. ჭიათურის N2 სკოლის მოსწავლეს, ელენე გოგოლაძეს კი, განსაკუთრებული პრიზი გადაეცა –  იგი 1 დღის განმავლობაში გარემოს დაცვის მინისტრი იქნება.

 

კონკურსის მონაწილე სკოლებმა ასევე მრავალი პრიზი დაიმსახურეს პარტნიორი ორგანიზაციებიდან, რამაც მოსწავლეებს მოტივაცია გაუორმაგა მომავალი წლის კონკურსისათვის.

 

ტყეების საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას ულამაზესი და მრავალფეროვანი ფოტოები ამშვენებდა თემაზე – ეს ჩემი ტყეა. კომპეტენტურმა ჟიურიმ შეარჩია ორი გამარჯვებული:

 

დავით ბილიხოძე

თამარ კოპალეიშვილი

ხოლო სოციალური ქსელის მომხმარებლების რჩეული მამუკა ჭკადუა გახდა.

 

გამარჯვებულებს პრიზებად სხვადასხვა სახის ვაუჩერები გადაეცათ (თითოეულს 1 000 ლარიანი), რომელთა საშუალებით სალაშქრო და ტექნიკური აღჭურვილობის შეძენას შეძლებენ რაც  დაეხმარებათ უფრო მეტი და ხარისხიანი ტყის კადრები აღბეჭდონ.

 

ინიციატივა ხორციელდება პროექტის, ტყის მდგრადი მართვა საქართველოში ფარგლებში ავსტრიის თანამშრომლობა განვითარებისთვის (ADC) ფინანსური მხარდაჭერით.

 

Cenn (14) Cenn (39) Cenn (40) Cenn (56) Cenn (61) Cenn (79) Cenn (147) Cenn (195) Cenn (229) Cenn (230) Cenn (256) Cenn (261) Cenn (265) Cenn (270)

X

бѓбѓђбѓбѓљбѓќбѓбѓђ !

бѓЈбѓбѓђбѓЄбѓбѓђбѓбѓђбѓ, бѓђбѓЎбѓбѓбѓ бѓбѓљ-бѓбѓќбѓЎбѓўбѓђ бѓђбѓбѓЎбѓбѓбѓќбѓбѓЎ бѓЈбѓбѓбѓ, бѓбѓбѓбѓќбѓбѓ бѓбѓќбѓбѓбѓбѓбѓбѓбѓ

бѓђбѓбѓбѓбѓбѓбѓ :