fbpx

შეუერთდით მოთხოვნას კრწანისის ტყეპარკის დასაცავად

 

კრწანისის ტყეპარკი თბილისსა და რუსთავს შორის არსებული ულამაზესი მწვანე ტერიტორიაა. მისი დაარსების მთავარი მიზანი დედაქალაქთან ახლოს რეკრეაციული სივრცის შექმნა იყო.
ტყეპარკი ამჟამად სახელმწიფოს მფლობელობაშია და მას არანაირი დაცვითი სტატუსი არა აქვს!

 

პარკის ეკოლოგიურ-სანიტარული მდგომარეობა არადამაკმაყოფილებელია, ვინაიდან არცერთი უწყება არ ახორციელებს ტერიტორიის მართვას. მუნიციპალური ნარჩენები განთავსებულია ყველგან, არ დგას სანაგვე ურნები. ადგილობრივი მოსახლეობა ტყეპარკს საძოვრად და შეშის მოსაპოვებლად იყენებს.

 

დაუცველობის გამო აქ სისტემატურად გვხვდებიან მონადირეები, რაც დამსვენებლებისათვის სერიოზული საფრთხის შემცველია და დიდ ზიანს აყენებს ტყეპარკის უნიკალურ ბიომრავალფეროვნებას.

 

ტყეპარკი თბილისის მოსახლეობისთვის ქმნის უნიკალურ შესაძლებლობას, განაშენიანებულ ტერიტორიაზე თავი იგრძნოს ბუნებრივ გარემოში, შორს ქალაქის ხმაურისაგან, მტვრისაგან და ურბანული გარემოსაგან. ვაკე რელიეფი და ულამაზესი ხეივნებით შემოსილი გზები შესანიშნავი პირობაა ველოსიპედით სეირნობისათვის. ასევე საუკეთესოა პიკნიკის, კემპინგის, საგანმანათლებლო ტურების, ექსკურსიების მოსაწყობად და ფრინველებზე დასაკვირვებლად.

 

თავად დარწმუნდით, ნახეთ ვიდეო რგოლი – ერთი დღე კრწანისის ტყეპარკში

 

 

კრწანისის ტყეპარკის შენარჩუნება ისტორიული შანსია თბილისის განვითარებისათვის.

 

CENN თბილისის სკოლების, ახალგაზრდობის და მოსახლეობის სახელით მიმართავს საქართველოს მთავრობას, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და თბილისის მერიას:

 

მიენიჭოს ტყეპარკს სამართლებრივი სტატუსი!

შემოგვიერთდით!

 

დააფიქსირეთ თქვენი მხარდაჭერა ხელმოწერით, მიჰყევით ბმულს.

X

бѓбѓђбѓбѓљбѓќбѓбѓђ !

бѓЈбѓбѓђбѓЄбѓбѓђбѓбѓђбѓ, бѓђбѓЎбѓбѓбѓ бѓбѓљ-бѓбѓќбѓЎбѓўбѓђ бѓђбѓбѓЎбѓбѓбѓќбѓбѓЎ бѓЈбѓбѓбѓ, бѓбѓбѓбѓќбѓбѓ бѓбѓќбѓбѓбѓбѓбѓбѓбѓ

бѓђбѓбѓбѓбѓбѓбѓ :