GTC კარფურში ნარჩენების სეპარაციის კუთხე გაიხსნა

ა.წ იანვარში, თბილისში რიგით უკვე მეექვსე ნარჩენების სეპარაციის კუთხე გაიხსნა, კოლმეურნეობის მოედანზე მდებარე GTC კარფურში. სეპარაციის კუთხეში მოსახლეობასა და სუპერმარკეტის მომხმარებელს შეუძლია მიიტანოს დახარისხებული ნარჩენი: ქაღალდი, შუშა, პლასტმასა და ალუმინი. აღნიშნული დახარისხებული ნარჩენების ტრანსპორტირებას გადამამუშავებელ კომპანიებში უზრუნველყოფს შპს „სუფთა სამყარო“. დახარისხებული ნარჩენები გადამუშავდება სხვადასხვა საწარმოებში და გარდაიქმნება ახალ პროდუქტებად.

 

სეპარაციის კუთხის გახსნა განხორციელდა USAID მხარდაჭერით მიმდინარე პროგრამის ფარგლებში ნარჩენების მართვის ტექნოლოგიები რეგიონებში, ფაზა II (WMTR II).

 

WMTR II პროგრამის განხორციელებით USAID მხარს უჭერს მდგრად განვითარებასა და ინკლუზიურ ეკონომიკურ ზრდას ნარჩენების სეპარაციისა და გადამუშავების ხელშეწყობით. ნარჩენების გადამუშავების შესაძლებლობების შექმნით, განათლებითა და ცნობიერების ასამაღლებელი კამპანიებით, მოსახლეობა სწავლობს ნარჩენების მართვის თანამედროვე მიდგომებს და აქტიურად ერთვება გარემოსდაცვით პროცესებში.

 

WMTR II პროგრამის ფარგლებში ქალაქ თბილისში უკვე ფუნქციონირებს ნარჩენების დახარისხების კუთხეები სხვადასხვა ლოკაციაზე.

 

თვალი გადააავლეთ სეპარაციის კუთხეებს თბილისის რუკაზე, მოინიშნეთ თქვენთან ახლოს მდებარე ლოკაცია, დაიწყეთ დახარისხება და დაზოგეთ ბუნებრივი რესურსი.

 

https://www.google.com/maps/d/u/0/viewer?mid=1uwGAAP7G8AC0hri4fyp5fGeC8Q8&ll=41.70039101467624%2C44.85569337199718&z=11
WMTR II პროგრამას ახორციელებს CENN USAID–ის მხარდაჭერით.

 

 

IMG_3486 IMG_3489 IMG_3495

X

მადლობა !

უკაცრავად, ასეთი ელ-ფოსტა არსებობს უკვე, გთხოვთ მოგვწერეთ

აირჩიეთ :