fbpx

WASH ტექნიკური შეფასება ქვემო ქართლის რეგიონის თემებისათვის

CENN–მა, 2018 წლის 22 – 30 იანვარს, ქვემო ქართლის რეგიონის წინასწარ შერჩეულ ლოკაციებზე (თეთრიწყაროსა და მარნეულის მუნიციპალიტეტები), WASH ტექნიკური შეფასების მიმართულებით საველე კვლევა ჩაატარა. კვლევამ 10 სამიზნე ჯგუფი მოიცვა, რომელიც სკოლებისა და საბავშვო ბაღების დირექციის, პედაგოგებისა და მოსწავლეების, მუნიციპალიტეტებისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის, ასევე, სხვა მოწყვლადი ჯგუფების წარმომადგენლებისაგან შედგებოდა.

 
კვლევის მთავარი მიზანი იყო წყალზე ხელმისაწვდომობის გამოვლენა და სანიტარულ–ჰიგიენური მდგომარეობის შეფასება ქვემო ქართლის რეგიონში წინასწარ შერჩეულ სამიზნე წერტილებში. ასევე, კვლევის ფარგლებში შემუშავდება რეკომენდაციები WASH–ის კუთხით არსებული მდგომარეობის გასაუმჯობესებლად.

 
ამასთან, 2017 წლის ოქტომბერ–ნოემბრის თვეში პროექტი აქტიურად ხვდებოდა დმანისის, წალკის, მარნეულისა და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტების ადგილობრივი მოსახლეობის წარმომადგენლებს მათი მობილიზების, პროექტის გაცნობის, პროექტის სამომავლო ღონისძიებებში მათი ჩართულობა–მონაწილეობისა და ადგილზე WASH მდგომარეობის სწრაფი შეფასების მიზნით. აღნიშნული შეხვედრების ფორმატში ნათლად გამოიკვეთა WASH მიმართულების პრობლემები და გამოწვევები, რომელსაც მოსახლეობა აწყდება ყოველდღიურად.

 
აღნიშნული ინიციატივა ხორციელდება CENN–ის მიერ, New World Program – ის ქვეშ მიმდინარე პროექტის: “საქართველოს WASH (წყალი, სანიტარია და ჰიგიენა) სათემო ინიციატივა (GC-WASH)” ფარგლებში, Global Water Challenge-ისა და კოკა-კოლას ფონდის (TCCF) ფინანსური მხარდაჭერით.

 
პროექტის მიზანია ქვემო ქართლის მუნიციპალიტეტებში (დმანისი, წალკა, მარნეული და თეთრიწყარო) არსებული მრავალეთნიკური სოფლების, სოციალურად დაუცველი მოსახლეობის წყალმომარაგებისა და სანიტარიის დარღვეული ნორმების გამოვლენა, არსებული პრობლემების გადაჭრის გზების ლობირება–ადვოკატირება, აღნიშნულ საკითხებზე მოსახლეობისა და სხვა დაინტერესებული მხარეების ცნობიერების ამაღლება და პრობლემების მოგვარებაზე მუშაობა.

 
დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით:

 

ვახტანგ ქოჩორაძე
პროექტის კოორდინატორი
CENN
ტელ: +99532 275 19 03/04
ფაქსი: +99532 275 19 05
vakho.kochoradze@cenn.org

 

 

20180122_104809 20180122_104948 20180126_134628 20180125_160932

X

бѓбѓђбѓбѓљбѓќбѓбѓђ !

бѓЈбѓбѓђбѓЄбѓбѓђбѓбѓђбѓ, бѓђбѓЎбѓбѓбѓ бѓбѓљ-бѓбѓќбѓЎбѓўбѓђ бѓђбѓбѓЎбѓбѓбѓќбѓбѓЎ бѓЈбѓбѓбѓ, бѓбѓбѓбѓќбѓбѓ бѓбѓќбѓбѓбѓбѓбѓбѓбѓ

бѓђбѓбѓбѓбѓбѓбѓ :