fbpx

წყალი ღარიბებისთვის

პროექტი “წყალი ღარიბებისთვის”, რომლის ფოკუსია წყალი, სანიტარია და ჰიგიენა, ხელს უწყობს ადამიანის უფლებას ჯანმრთელობაზე და საქართველოს სოციალურად დაუცველი მრავალეთნიკური თემების საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებას.

 

სოციალურად დაუცველ თემებში წყლის, სანიტარიისა და ჰიგიენის მართვა ხშირ შემთხვევაში ცუდად რეგულირებული და მოძველებულია. სახელმწიფოს მხრიდან ფინანსური სახსრების გამოყოფა შეზღუდული ან არასაკმარისია. სოციალურად დაუცველ ჯგუფებს არ აქვთ საკმარისი უნარი, დაიცვან თავიანთი უფლება ჯანმრთელობასა და სათანადო საცხოვრებელ პირობებზე.  

 

შესაბამისად, პროექტის ფარგლებში იგეგმება:

 

-სოციალურად დაუცველი ჯგუფების ჯანმრთელობისა და სოციალური უფლებების დაცვა;

-მრავალეთნიკურ სოფლის თემებში ქალებისა და ახალგაზრდების კეთილდღეობის გაზრდა;

-წყლის, სანიტარიისა და ჰიგიენის (WASH) სტანდარტების დანერგვა.

 

შემდეგი აქტივობების დანერგვით:

 

-სამიზნე თემებში ადამიანის უფლებათა დარღვევების შესახებ ანგარიშებისა და შესაბამისი რეკომენდაციების მომზადება;

-სამიზნე თემებში წყლის, სანიტარიისა და ჰიგიენის სფეროს საწყისი ტექნიკური შეფასების ანგარიშის მომზადება;

-შესაბამისი ადგილობრივი და რეგიონული სახელმწიფო და არასახელმწიფო უწყებებისთვის ადამიანის უფლებათა დარღვევების შესახებ განცხადებებისა და პეტიციების წარდგენა;

-თემის ინიცირებითა და ხელმძღვანელობით ადვოკატირების კამპანიები, ინიციატივები და საჯარო განხილვები;

-სამიზნე თემებში მედიის მიერ წარმოებული საინფორმაციო კამპანია;

-სოციალურად დაუცველ თემებში წყალთან დაკავშირებული კონფლიქტებისა და უთანასწორობების მოგვარებისკენ მიმართული პროექტების განხორციელება

 

პროექტი: „წყალი სიღარიბის აღმოსაფხვრელად“ ხორციელდება CENN–ის მიერ, ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით.

X

бѓбѓђбѓбѓљбѓќбѓбѓђ !

бѓЈбѓбѓђбѓЄбѓбѓђбѓбѓђбѓ, бѓђбѓЎбѓбѓбѓ бѓбѓљ-бѓбѓќбѓЎбѓўбѓђ бѓђбѓбѓЎбѓбѓбѓќбѓбѓЎ бѓЈбѓбѓбѓ, бѓбѓбѓбѓќбѓбѓ бѓбѓќбѓбѓбѓбѓбѓбѓбѓ

бѓђбѓбѓбѓбѓбѓбѓ :