fbpx

ახალგაზრდები კლიმატის ცვლილებისათვის - როგორ ახალისებს ევროკავშირი და CENN ტყიბულის მუნიციპალიტეტში ენერგოეფექტურ გადაწყვეტილებებს

ტყიბულელი ახალგაზრდები იმერეთის მხარის მეცნიერთა კავშირ „სპექტრთან” ერთად კლიმატის ცვლილების შემარბილებელ ინიციატივებს ჩაუდგნენ სათავეში.

„ტყიბულის რაიონის განვითარების ფონდთან“ პარტნიორობით ისინი ახალ პროექტს ახორციელებენ, რომელიც მუნიციპალიტეტში მზის ენერგიის გამოყენების ხელშეწყობას ითვალისწინებს.

პროექტის ფარგლებში ჩამოყალიბდა ახალგაზრდა მოხალისეთა ჯგუფი, რომელსაც მიმდინარე წლის ოქტომბრის თვეში ჩაუტარდა ორი ტრენინგი კლიმატის ცვლილებების, ენერგოეფექტურობისა და განახლებადი ენერგიების შესახებ.

ახალგაზრდა მოხალისეთა ჯგუფი გადის მოსამზადებელ პერიოდს, რომლის შემდეგადაც ისინი ქ. ტყიბულის საჯარო სკოლებში თანატოლებთან უკვე თავად ჩაატარებენ საინფორმაციო შეხვედრებს. ტრენინგები დაფარავს ისეთ საკითხებს, როგორებიცაა კლიმატის ცვლილება, მის გამომწვევი მიზეზები, სათბურის აირების შემცირების მიდგომები, ენერგოეფექტურობა, განახლებადი ენერგიის წყაროები და სხვ.

პროექტის ფარგლებში საინფორმაციო შეხვედრა ჩატარდება ასევე ქ. ტყიბულის სამხატვრო სკოლის მოსწავლეებთან.

პროექტი ხორციელდება CENN-ის ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის “საქართველოს კლიმატის პროგრამა (GEO-CAP): სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის ხელშეწყობა კლიმატის ცვლილების პოლიტიკის შექმნასა და განხორციელებაში ” ფარგლებში.

პროექტს ახორციელებს CENN პარტნიორ ორგანიზაციებთან KRDF, ACU, YPU და RLS-ADA ერთად.

პროექტის „მზის ენერგიის გამოყენების ხელშეწყობა ტყიბულის მუნიციპალიტეტში” მიზანია ხელი შეუწყოს რეგიონში კლიმატის  ცვლილებების მიმართ ადაპტაციას მზის ენერგიის პრაქტიკული გამოყენების დემონსტრირებითა და ენერგოეფექტიანობის შესახებ ცოდნისა და ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფით.

პროექტი ასევე ხელს შეუწყობს მზის ენერგიის ცხელი წყალმომარაგებისათვის გამოყენების გამოცდილების გაზიარებას ზესტაფონის და იმერეთის სხვა რეგიონების მუნიციპალიტეტებში.

პროექტს ორი ძირითადი მიზანი აქვს: მზის ენერგიაზე მომუშავე წყლის გამაცხელებელის ინსტალაცია ტყიბულის N1 საბავშვო ბაღში და ამ ტექნოლოგიის გამოყენების პოპულარიზაცია და  ადგილობრივი მოსახლეობის ინფორმირებულობის უზრუნველყოფა გარემოს დაცვის, ენერგოეფექტიანობისა და განახლებადი ენერგიის წყაროების გამოყენების შესახებ.

X

бѓбѓђбѓбѓљбѓќбѓбѓђ !

бѓЈбѓбѓђбѓЄбѓбѓђбѓбѓђбѓ, бѓђбѓЎбѓбѓбѓ бѓбѓљ-бѓбѓќбѓЎбѓўбѓђ бѓђбѓбѓЎбѓбѓбѓќбѓбѓЎ бѓЈбѓбѓбѓ, бѓбѓбѓбѓќбѓбѓ бѓбѓќбѓбѓбѓбѓбѓбѓбѓ

бѓђбѓбѓбѓбѓбѓбѓ :