fbpx

კლიმატგონივრული გადაწყვეტები გურიაში - ევროკავშირისა და CENN-ის მხარდაჭერით დაბა ლაითურში ქარსაცავი ზოლების აღდგენითი სამუშაოები დაიწყო

ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, სათემო ფონდმა „ლოტუსი“ პროექტი „Windless – ნაკლებქარიანობა“ წამოიწყო, რომელიც დაბა ლაითურში სტრატეგიული ქარსაფარი ზოლის აღდგენას ემსახურება.

სათემო ფონდის „ლოტუსი“ თქმით, დაბა ლაითურში ხშირია ძლიერი ქარები, რის შედეგადაც ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში 20-ამდე მოსახლეს დაუზიანდა საცხოვრებელი სახლი, სტიქიურმა მოვლენებმა ორჯერ გადახადა სკოლას სახურავი და დააზიანა ინვენტარი.

ევროკავშირისა და CENN-ის მიერ გამოყოფილი გრანტის ფარგლებში აღსადგენი ქარსაფარი ზოლი 1.5 კმ-ს შეადგენს. არსებული ქარსაფარის 80% გასაახლებელია. პროექტი ქარსაფარი ზოლის ალვის ხით განაშენიანებას აპირებს, რომელიც გამძლეობით, სწრაფად ზრდის პროცესითა და ნიადაგთან კარგი შემგუებლობით გამოირჩევა. პროექტის განმახორციელებლების თქმით, დარგული ალვის ხეები ლაითურის მოსახლეობის დაცვას ადგილისათვის დამახასიათებელი ძლიერი ქარებისგან დაახლოებით 9-10 წელიწადში შეძლებს.

გარდა სტიქიური მოვლენებისგან დაცვისა, ქარსაცავი ზოლი დაიცავს ნიადაგს ქარისმიერი ეროზიისგან, ხელს შეუწყობს ბიომრავალფეროვნების შენარჩუნებას, შეამცირებს გარემოს დაბინძურებასა და ხმაურს.

Windless პროექტში ადგილობრივი თვითმმართველობაც ერთვება, ის „ლოტუსს“ ქარსაფარი ზოლის გასუფთავებისა და ნიადაგის მომზადებისათვის ტექნიკას გამოუყოფს. ადგილობრივი მთავრობა ასევე იღებს პასუხისმგელობას მოუაროს აღდგენილ ქარსაფარ ზოლს. 

პროექტში ასევე ჩაერთვებიან ადგილობრივი სკოლების ეკოკლუბები და სხვა ახალგაზრდები. მოსახლეობას „ლოტუსი“ ტრენინგებს ჩაუტარებს ქარსაცავი ზოლების მნიშვნელობაზე და ჩართავს მათ ხეების დარგვის პროცესში.

ინიციატივა დაფინანსებულია CENN-ის ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი პროექტის “საქართველოს კლიმატის პროგრამა (GEO-CAP): სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის ხელშეწყობა კლიმატის ცვლილების პოლიტიკის შექმნასა და განხორციელებაში ” მიერ.

პროექტს CENN პარტნიორ ორგანიზაციებთან KRDF, ACU, YPU და RLS-ADA ერთად ახორციელებს. გურიის რეგიონში პროექტის განმახორციელებელიაYPU.

X

бѓбѓђбѓбѓљбѓќбѓбѓђ !

бѓЈбѓбѓђбѓЄбѓбѓђбѓбѓђбѓ, бѓђбѓЎбѓбѓбѓ бѓбѓљ-бѓбѓќбѓЎбѓўбѓђ бѓђбѓбѓЎбѓбѓбѓќбѓбѓЎ бѓЈбѓбѓбѓ, бѓбѓбѓбѓќбѓбѓ бѓбѓќбѓбѓбѓбѓбѓбѓбѓ

бѓђбѓбѓбѓбѓбѓбѓ :