ლობირება-ადვოკატირების კამპანიის ფარგლებში, HEKS-EPER-ის ფინანსური მხარდაჭერით, მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიაში მორიგი სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრაზე განიხილეს მარნეულში სარწყავი წყლის სისტემების საყოფაცხოვრებო ნარჩენებით დაბინძურების გამოწვევები, გარემოსდაცვითი საკითხების რეგულაციების აღსრულების აუცილებლობა მუნიციპალურ დონეზე და ამ პროცესში არსებული პრობლემების მოგვარებისთვის შესაბამისი უწყებების მხარდაჭერის შესაძლებლობები.
შეხვედრაში მონაწილეობდნენ მრავალსექტორული სამუშაო ჯგუფის წევრები, მარნეულის მუნიციპალიტეტის თანამშრომლები, შპს “საქართველოს მელიორაციისა” და მარნეულის სოფწყალის წარმომადგენლები.
პროექტი “კლიმატის მიმართ მდგრადი სოფლის მეურნეობა – PRAISE MARNEULI” ხორციელდება CENN-ის მიერ, HEKS-EPER-ის ფინანსური მხარდაჭერით. პროექტის მიზანია მარნეულის მუნიციპალიტეტში მოსახლეობის შემოსავლის შექმნის შესაძლებლობების გაზრდა, გარემოსადმი მეგობრული და კლიმატის მიმართ მდგრადი სოფლის მეურნეობის (CRA) ხელშეწყობის გზით.

