fbpx

მოოქროვილი დაბა რადიაციის ,,წითელ ზონაში“

ექსპერტები  “RMG GOLD“-ს  წარმოების თანამედროვე სტანდარტებზე გადასვლას ურჩევენ და კონკრეტულ რეკომენდაციებს აძლევენ.
დაბა კაზრეთში სიმსივნით დაავადებულები სენს ,,ირმის რქითებრძვიან, მთავარი გარემოს დამაბინძურებელი, ოქროს მომპოვებელი კომპანია  “RMG GOLD“-  კი გარემოსდაცვით აუდიტზე მუშაობს, ხოლო სტატისტიკურ ინფორმაციას სიმსივნური და ლეიკემიის დაავადებების მატებისა თუ შემცირების შესახებ რაიონში, ვერცერთი ადგილობრივი ჯანდაცვის ორგანო იძლევა.

 

მარიკო წიქორიძე, ქვემო ქართლი, კაზრეთი

 

47 წლის ნაირა ავქოფაშვილს ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ ბალიჭში პატარა სურსათის მაღაზია აქვს, მაღაზიაში კომპანია ,,ბორჯომის“ ორი მაცივარი და სულ 4 თაროა, რომლებზეც კანტი-კუნტად ალაგია პროდუქტი. ქალბატონი ნაირა ამბობს, რომ  მაღაზიის შევსების, არც საშუალება აქვს და არც ადგილობრივები აქტიურობენ სურსათის შეძენით.
,,ყველას უჭირს, ფული არავის აქვს და თუ აქვს, ისეთ ადგილას ვცხოვრობთ ყველას ჯანმრთელობის პრობლემა აქვს და მკურნალობაში ვხარჯავთ, რამდენიმე თვის წინ პირადად გავიკეთე ოპერაცია. გვსპობს და გვანადგურებს ეს ჰაერი, მარტო ადამიანებს კი არა, ხილი და მოსავალიც სიმსივნითაა დაავადებული“- ამბობს ნაირა ავქოფაშვილი და დასძენს, რომ 60- ანი წლების შემდეგ, ერთადერთი, რაც სოფლისა და დაბის მოსახლეობისათვის შეიცვალა გახშირებული დაავადებებია, მოზრდილებში გულსისძარღვთა და სიმსივნური, ბავშვებში სახსრებისა და ლეიკემიის. მის ნაამბობს  თანასოფლელებიც ეთანხმებიან, თუმცა სახელისა და გვარის თქმას ერიდებიან, ამბობენ, რომ პრობლემები არ სჭირდებათ, თუმცა ის რაც თვალსაჩინოა, მასზე ხმამაღლა ყველა ბალიჭელი საუბრობს.
სოფელ ბალიჭიდან გზად დაბა კაზრეთისაკენ პატარა წყარო უნდა გაიარო. წყაროსთან ნარდის სათამაშოდ დღესაც  უამრავი დაბელი იყრის თავს. ,,RMG GOLD“ – ზე საუბარი აქ   ყველაზე რთულია.  კითხვაზე ახდენს თუ არა ზეგავლენას კომპანია მოსახლეობის ჯანმრთელობაზე?  75 წლის სერგო პაპამ ემოცია ვერ შეიკავა, შარვლის ტოტები მუხლამდე აიწია და საკუთარი, საშუალოზე მეტად შეწითლებული და საკმაოდ შესიებული ფეხის წვივები გამოაჩინა.
,,აი პასუხი ახდენს თუ არა ზეგავლენას, ან მაგას რა პასუხი უნდა კაზრეთში ყოველი მეორე ქალი მკერდმოკვეთილი დადის, იმდენად ხშირია სიმსივნური დაავადებები, რომ ოღონდ განიკურნონ და ყოველი მეორე ირმის რქას ფხვნის, თაფლში ურევს და იმას ჭამს, ვიღაცას უთქვამს სასარგებლოა და იალტის მთებიდან ჩამოაქვთ რქები. 45 წელი ვიმუშავე კარიერზე და 150 ლარი მაქვს პენსია, ამით ვცოცხლობ, მაგრამ ზოგიერთი ახალგაზრდა დღეს  ჩემ ასაკამდეც ვერ აღწევს“, – ამბობს 75 წლის სერგო პაპა და იქვე, ქვის მაგიდასთან მსხდომი 20-მდე მამაკაციდან ის ერთადერთია, ვინც ამ თემაზე ხმამაღლა საუბარი გაბედა, ,,გაბედა“ და  ეს არ არის შემთხვევით ნათქვამი სიტყვა, ზამთარში “ RMG GOLD“-დან გათავისუფლებული 200-მდე  ადგილობრივის, რამდენიმე კვირიანი აქციების შემდეგ, კომპანია  გარკვეულ დათმობებზე წავიდა და გარდა იმისა, რომ თანამშრომელთა ერთი ნაწილი სამსახურში აღადგინა, სრულად შეცვალა და მაქსიმალურად გააუმჯობესა მათი სადაზღვევო სისტემა. როგორც ადგილობრივები ამბობენ ის, რაც შეიცვალა ზღვაში წვეთია, ზღვაში წვეთია ხელფასიც, რომელსაც კომპანიაში დასაქმებულები იღებენ 390 ლარიდან 800 ლარამდე და ასეთი ადგილობრივების მხოლოდ 5%-ია, მაგრამ ამის დაკარგვაც არავის სურს.  ამიტომ ღიად იმაზე საუბარს, რამდენად ანადგურებს ადამიანების ჯანმრთელობას ღია კარიერული სისტემით ოქროს მომპოვებელი კომპანია, არა მხოლოდ უბრალო მოქალაქეები, არამედ ბოლნისის მუნიციპალიტეტის საავადმყოფო და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრიც ერიდება.

 

 

სტატიის სრულად ნახვა შესაძლებელია მოცემულ ლინკზე

 

X

бѓбѓђбѓбѓљбѓќбѓбѓђ !

бѓЈбѓбѓђбѓЄбѓбѓђбѓбѓђбѓ, бѓђбѓЎбѓбѓбѓ бѓбѓљ-бѓбѓќбѓЎбѓўбѓђ бѓђбѓбѓЎбѓбѓбѓќбѓбѓЎ бѓЈбѓбѓбѓ, бѓбѓбѓбѓќбѓбѓ бѓбѓќбѓбѓбѓбѓбѓбѓбѓ

бѓђбѓбѓбѓбѓбѓбѓ :