fbpx

სოფლად მცხოვრები ქალებისა და გოგონების გაძლიერების ინიციატივები გურიაში - ევროკავშირისა და CENN-ის მხარდაჭერით „გურიის განვითარების კავშირი“ ახალ პროექტს ახორციელებს

“გურიის განვითარების კავშირმა” ევროკავშირისა და CENN-ის დახმარებით ახალ ინიციატივას ჩაუყარა საფუძველი. პროექტი სოფლად მცხოვრები ქალებისა და გოგონებისათვის ეკოლოგიურ უსაფრთხოებაზე ცნობიერების ამაღლებას ისახავს მიზნად.

გურიაში ორგანიზებული მასტერკლასებისა და ვორქშოფების გარდა, რომლებიც შინა მეურნეობებში ბუნებრივი რესურსების მართვას, ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტსა და ეკოლოგიური უსაფრთხოების საკითხებს, ასევე სოციუმში ქალების საზოგადოებრივ და სოციალურ ჩართულობას ეხებოდა, გასვლითი სასწავლო ტურებიც დაიგეგმა.

RDA-ს გურიის რეგიონის სამსახურისა  და ქედის ლაგის ინიციატივით, პირველი სასწავლო გასვლა ქედის მუნიციპალიტეტში გაიმართა. გურულმა ქალებმა ქედაში აქტიური მეწარმეები მოინახულეს და შინამეურნეობების მართვის გამოცდილება გაიზიარეს.

ტურის მონაწილეებმა მოინახულეს ადგილობრივი საფუტკრე და საკალმახე მეურნეობები, ისევე როგორც საოჯახო სასტუმროები და მარანი.

პირველად ქალები საფუტკრე მეურნეობას „ფუტკრის სამყარო“ ეწვივნენ, სადაც ქალები ჯარას თაფლის წარმოების რეგლამენტს გაეცნენ, ინფორმაცია მიიღეს ფუტკრის დაავადებებზე, მათ მკურნალობასა და ფუტკრის მომთაბარეობის საჭიროებებზე.

ორგანული აკვაკულტურის განვითარების ასოციაცია შპს „ფორეჯი“-ს საკალმახე მეურნეობაში გურული გოგონები ქვირითის განაყოფიერებას, ლიფსიტების გამოყვანასა და ზრდასრული კალმახის მოვლა-პატრონობის ეტაპებს გაეცნენ.

სოფელ დანდალოში მდებარე საოჯახო სასტუმრო „ჰილლ-ინ“ ქალებს თანამედროვე ბიზნესის მოთხოვნებზე ესაუბრა. განსაკუთრებით გამახვილდა ყურადღება მომხმარებლის ადგილობრივი, ბიოპროდუქტებით უზრუნველყოფის შესაძლებლობებზე და მნიშვნელობაზე.

სოფელ ვარჯანისში მდებარე „შატო ივერის“ მასპინძლებმა ქალებს საოჯახო ბიზნესის მართვაზე, ვაზის ბიოლოგიურად სუფთა პროდუქტებით შეწამვლის შესაძლებლობებზე, ფინანსური რესურსების დაზოგვასა და ეკოპროდუქტების მოთხოვნებზე ესაუბრნენ.

„ბევრი საინტერესო ფორმატის მოფიქრება და შეთავაზება შეიძლება დაინტერესებული ჯგუფისთვის, ცოდნისა და გამოცდილების მისაღებად, მათ შორის ტრენინგები, გამოცდილ ექსპერტთა, ან მეწარმეთა თანამონაწილეობით. გადავწყვიტე,  განსხვავებული ფორმატი შემეთავაზებინა ჩემი  გოგონებისთვის და ვფიქრობ, გაამართლა“ – აღნიშნავს ,,გურიის განვითარების კავშირის” და მიმდინარე პროექტის ხელმძღვანელი, თამარ კუპრაძემ.

ინიციატივა ხორციელდება ,,გურიის განვითარების კავშირის” მიერ, CENN-ის ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით მიმდინარე პროექტის „საქართველოს კლიმატის პროგრამა (GEO-CAP): სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის ხელშეწყობა კლიმატის ცვლილების პოლიტიკის შექმნასა და განხორციელებაში“ ფარგლებში.

X

бѓбѓђбѓбѓљбѓќбѓбѓђ !

бѓЈбѓбѓђбѓЄбѓбѓђбѓбѓђбѓ, бѓђбѓЎбѓбѓбѓ бѓбѓљ-бѓбѓќбѓЎбѓўбѓђ бѓђбѓбѓЎбѓбѓбѓќбѓбѓЎ бѓЈбѓбѓбѓ, бѓбѓбѓбѓќбѓбѓ бѓбѓќбѓбѓбѓбѓбѓбѓбѓ

бѓђбѓбѓбѓбѓбѓбѓ :