fbpx

ახალგაზრდული მეწარმეობა სოფლის განვითარებისთვის - საინფორმაციო შეხვედრა

 

„ახალგაზრდული მეწარმეობა სოფლის განვითარებისთვის“, პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად გიწვევთ საინფორმაციო შეხვედრაზე. შემოგვიერთდი და გაიგე მეტი ჩვენი ტრენინგების, ფინანსური მხარდაჭერისა და სხვა აქტივობების შესახებ.

პროექტში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ 18-35 წლის ახალგაზრდებს სამიზნე მუნიციპალიტეტებიდან:

ქვემო ქართლი  რუსთავი, მარნეული, ბოლნისი,    გარდაბანი, თეთრიწყარო, წალკა;

სამცხე-ჯავახეთი ბორჯომი, ასპინძა, ადიგენი,    ახალციხე, ახალქალაქი, ნინოწმინდა;

შიდა ქართლი  გორი, ქარელი, კასპი;

მცხეთა-მთიანეთი მცხეთა, დუშეთი, თიანეთი;

პროექტის ფარგლებში დაგეგმილი საბაზისო სამეწარმეო ტრენინგი დაიწყება 2022 წლის მაისში. რეგისტრაციის ბოლო ვადა 31 მაისი. რეგისტრაცია მიმდინარეობს ონლაინ, შემდეგ ბმულზე: www.bit.ly/3iOl8bi

ახალგაზრდული მეწარმეობა სოფლის განვითარებისთვის არის 3.5 წლიანი პროექტი, რომელსაც ახორციელებს მერსი ქორფსის წარმომადგენლობა საქართველოში (Mercy Corps Georgia) ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის (ADC) დაფინანსებით.

პროექტის მხარდამჭერები არიან ლიბერთი ბანკი და სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის საერთაშორისო ფონდი.

პროექტი ხელს შეუწყობს 1,500-ზე მეტ ახალგაზრდას (50% ქალი), ეთნიკურ და რელიგიურ უმცირესობების წარმომადგენლებს, მაღალმთიანი სოფლების მკვიდრებს, ეკომიგრანტებს, იძულებით გადაადგილებულ და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს, განივითარონ სამეწარმეო უნარები და შესაძლებლობები, რათა შექმნან 50-ზე მეტი მდგრადი, ახალი ან/და გააფართოვონ უკვე არსებული, ახალგაზრდების მიერ მართული სოფლის მეურნეობისა და არასასოფლო-სამეურნეო საწარმო/ბიზნესი.

X

бѓбѓђбѓбѓљбѓќбѓбѓђ !

бѓЈбѓбѓђбѓЄбѓбѓђбѓбѓђбѓ, бѓђбѓЎбѓбѓбѓ бѓбѓљ-бѓбѓќбѓЎбѓўбѓђ бѓђбѓбѓЎбѓбѓбѓќбѓбѓЎ бѓЈбѓбѓбѓ, бѓбѓбѓбѓќбѓбѓ бѓбѓќбѓбѓбѓбѓбѓбѓбѓ

бѓђбѓбѓбѓбѓбѓбѓ :