fbpx

ახალგაზრდული ტრანსსასაზღვრო პლატფორმისთვის წევრების მიღება დაიწყო

CENN, ევროკავშირი ახალგაზრდებისთვის (EU4Youth) პროგრამის ფარგლებში, პარტნიორ ორგანიზაციებთან – KRDF-თან და Green Lane (სომხეთი) NGO-სთან ერთად აცხადებს “ახალგაზრდული ტრანსსასაზღვრო პლატფორმის” წევრთა მიღებას.

ტრანსსასაზღვრო პლატფორმის მიზანია პროექტის სამიზნე მუნიციპალიტეტებსა და რეგიონებში მცხოვრები ახალგაზრდების დაახლოება, საქართველოსა და სომხეთის სამეწარმეო ეკოსისტემების უკეთ გაცნობა და მათი გაერთიანება საერთო, რეგიონული სამეწარმეო, ინოვაციური და ახალგაზრდული იდეების გარშემო.

პლატფორმის წევრ ახალგაზრდებს შესაძლებლობა ექნებათ:

? ჩაერთონ პლატფორმის ლიდერების მიერ დაგეგმილ რეგიონულ აქტივობებში:

? განახორციელონ საკუთარი სამეწარმეო, გარემოსდაცვითი და ახალგაზრდული კამპანიების ინიციატივები სომხეთსა და საქართველოში.

ტრანსსაზღვრო პლატფორმაში ჩართული ყველაზე აქტიური ახალგაზრდები მონაწილეობას მიიღებენ სომხეთში დაგეგმილ სასწავლო ტურში და შეძლებენ, ადგილზე გაეცნონ ქვეყანაში არსებულ სამეწარმეო და ახალგაზრდულ ეკოსისტემებს.

?პლატფორმის წევრობის განაცხადის შევსება შეუძლიათ გორში, ნინოწმინდასა და ახმეტაში მცხოვრებ 14-29 წლის ახალგაზრდებს.

? ტრანსსასაზღვრო პლატფორმი წევრები შეირჩევიან მოტივაციის საფუძველზე;

?სასურველია ინგლისური ენის ცოდნა.

?რეგისტრაციის ბოლო ვადა – 31 მარტი, 2022 წელი.

რეგისტრაციისთვის ეწვიეთ ბმულს.

?️სამუშაო ენა – ინგლისური, ქართული, სომხური

გისურვებთ წარმატებებს!

ახალგაზრდების ტრანსსასაზღვრო პლატფორმა შექმნილია ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი რეგიონული პროექტის “EU4Youth: სოციალური მეწარმეობის ეკოსისტემის განვითარება (SEED) მწვანე ზრდისთვის საზღვრისპირა რეგიონებში” ფარგლებში, რომელიც ხორციელდება CENN-ის მიერ, პარტნიორ ორგანიზაციებთან KRDF (საქართველო) და Green Lane NGO (სომხეთი) ერთად. პროექტის მიზანია საქართველოსა და სომხეთში მცხოვრები ახალგაზრდების სამეწარმეო პოტენციალის განვითარება, სოციალური მეწარმეობის და მწვანე ინოვაციების მიმართულებით მათი უნარ-ჩვევების გაძლიერება და ახალგაზრდების დასაქმების ხელშეწყობა.

X

бѓбѓђбѓбѓљбѓќбѓбѓђ !

бѓЈбѓбѓђбѓЄбѓбѓђбѓбѓђбѓ, бѓђбѓЎбѓбѓбѓ бѓбѓљ-бѓбѓќбѓЎбѓўбѓђ бѓђбѓбѓЎбѓбѓбѓќбѓбѓЎ бѓЈбѓбѓбѓ, бѓбѓбѓбѓќбѓбѓ бѓбѓќбѓбѓбѓбѓбѓбѓбѓ

бѓђбѓбѓбѓбѓбѓбѓ :