fbpx

გორის ინოვაციური ცოდნის ჰაბის წევრი 20 ახალგაზრდა ეროვნულ სატყეო სააგენტოს შეხვდა

ევროკავშირის მხარდაჭერით შექმნილ გორის ინოვაციური ცოდნის ჰაბში კლიმატზე ომისა და კონფლიქტების გავლენის პრევენციის საერთაშორისო დღე აღინიშნა, რის ფარგლებშიც ჰაბის წევრი ახალგაზრდები ამ თემაზე სასაუბროდ, ეროვნული სატყეო სააგენტოს დირექტორის მოადგილეს, ნათია იორდანიშვილს შეხვდნენ.

 

შეხვედრის პირველ ნაწილში ნათია იორდანიშვილმა 2008 წლის აგვისტოს ომის შედეგად დამწვარი ბორჯომის ტყის შესახებ ისაუბრა. აღნიშნული ხანძარი შეფასდა როგორც ეკოციდი და სამომავლოდ ბორჯომის ტყეში მომხდარი კიდევ ერთი, 2015 წლის ხანძრის მაპროვოცირებელი გახდა. დისკუსიისას, ახალგაზრდებმა მოწვეულ ექსპერტთან ერთად განიხილეს, თუ რა ზიანი შეიძლება მიადგეს კლიმატსა და გარემოს კონფლიქტების დროს და რა პრევენციული ღონისძიებები არსებობს საერთაშორისო დონეზე ამ პრობლემის შესარბილებლად.

 

ღონისძიება ჩატარდა ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი რეგიონალური პროექტის “EU4Youth: სოციალური მეწარმეობის ეკოსისტემის განვითარება (SEED) მწვანე ზრდისთვის” ფარგლებში, რომელიც ხორციელდება CENN-ის მიერ, პარტნიორ ორგანიზაციებთან KRDF (საქართველო) და Green Lane NGO (სომხეთი) ერთად. პროექტის მიზანია საქართველოში და სომხეთში მცხოვრები ახალგაზრდების სამეწარმეო პოტენციალის განვითარება, სოციალური მეწარმეობის და მწვანე ინოვაციების მიმართულებით მათი უნარ-ჩვევების გაძლიერება და ახალგაზრდების დასაქმების ხელშეწყობა.

 

X

бѓбѓђбѓбѓљбѓќбѓбѓђ !

бѓЈбѓбѓђбѓЄбѓбѓђбѓбѓђбѓ, бѓђбѓЎбѓбѓбѓ бѓбѓљ-бѓбѓќбѓЎбѓўбѓђ бѓђбѓбѓЎбѓбѓбѓќбѓбѓЎ бѓЈбѓбѓбѓ, бѓбѓбѓбѓќбѓбѓ бѓбѓќбѓбѓбѓбѓбѓбѓбѓ

бѓђбѓбѓбѓбѓбѓбѓ :