fbpx

ევროკავშირი და CENN მხარს უჭერს კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ მიმართული აქტივობების ადვოკატირებასა და განხორციელებას საქართველოს რეგიონებში

CENN-მა, პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად, ევროკავშირის მხარდაჭერით, მიმდინარე პროექტის “საქართველოს კლიმატის პროგრამა” ფარგლებში, პროექტის ოთხ სამიზნე რეგიონში, ლობირება-ადვოკატირების მექანიზმების შესახებ ტრენინგების სერიას უმასპინძლა. კლიმატის სამოქმედო ჯგუფის (CAG) 85 წევრს პროექტის სამიზნე რეგიონებიდან, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების, ადგილობრივი მუნიციპალიტეტების, საკრებულოების, საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და ადგილობრივი ახალგაზრდული ჯგუფების წარმომადგენლებს მიეცათ შესაძლებლობა მიეღოთ სასარგებლო ინფორმაცია კლიმატის ცვლილების საკითხებთან დაკავშირებით; ემსჯელათ პროექტის სამიზნე რეგიონებში – იმერეთში, რაჭა-ლეჩხუმში, კახეთსა და გურიაში არსებულ მნიშნველოვან პრობლემებზე და მათი გადაჭრის გზებზე.

ტრენინგების სერიას უძღვებოდა ორგანიზაცია CENN-ის წარმომადგენელი, კომუნიკაციებისა და ადვოკატირების სპეციალისტი, მარი კიკვაძე. აღნიშნული ტრენინგები მიზნად ისახავდა ადგილობრივი საჯარო და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლების ინფორმირებულობის გაზრდას ლობირება-ადვოკატირების მექანიზმებისა და მათი გამოყენების გზების შესახებ, ასევე მათი გააქტიურების ხელშეწყობას კლიმატის ცვლილების საკითხთან მიმართებაში, აღნიშნული თემის მუნიციპალურ და რეგიონულ დონეზე მეტად აქტუალიზაციის მიზნით.

ტრენინგების ფარგლებში მონაწილეებმა,  დეტალური ინფორმაცია მიიღეს შემდეგ საკითხებზე: ლობირება-ადვოკატირების მექანიზმები, მათი განხორციელების შესაძლო გზები, პრობლემის იდენტიფიცირება, დაინტერესებული მხარეების ანალიზი, სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემუშავება, ძირითადი და მეორადი გზავნილების შემუშავება და პოლიტიკის დოკუმენტის მომზადების ეტაპები.

ჯგუფური მუშაობის შედეგად მონაწილეებმა, ტრენერთან ერთად, კლიმატის ცვლილებასთან მიმართებაში, გამოკვეთეს ის ძირითადი პრობლემები, რომელზეც სამომავლოდ აწარმოებენ ადვოკატირების კამპანიებს ადგილობრივ, რეგიონულ და ცენტრალურ ხელისუფლებასთან. იდენტიფიცირებულ პრობლემებს შორის, გამოიკვეთა შემდეგი საკითხები: სუფთა წყალზე ხელმისაწვდომობა, ირიგაციის ინფრასტრუქტურის გაუმართაობა და სასმელი წყლის ინფრასტრუქტურა. ტრენინგის ფარგლებში იდენტიფიცირებული პრობლემებიდან შეირჩევა ოთხი ინიციატივა, რომლის მიხედვით მომზადდება პოლიტიკის დოკუმენტები, შემუშავდება ადვოკატირების სტრატეგია  და სამოქმედო გეგმა. ადვოკატირება განხორციელდება, დარგის ექსპერტებისა და ტრენინგის მონაწილეების  ჩართულობით, ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი პროექტის “საქართველოს კლიმატის პროგრამის” ფარგლებში.

ტრენინგების სერია განხორციელდა ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით, მიმდინარე პროექტის, “საქართველოს კლიმატის პროგრამაფარგლებში რომელსაც CENN, კახეთის რეგიონული განვითარების ფონდთან (KRDF), ჭიათურელთა კავშირთან (ACU), რაჭალეჩხუმისა და ქვემო სვანეთის აგროტურიზმის განვითარების ასოციაციასთან (RLS-ADA) და ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირთან (YPU) თანამშრომლობით ახორციელებს. პროექტის სამიზნე მუნიციპალიტეტებია: გურჯაანი, საგარეჯო, ახმეტა, ზესტაფონი, ტყიბული, ჭიათურა, ლანჩხუთი, ოზურგეთი, ონი და ამბროლაური.

X

бѓбѓђбѓбѓљбѓќбѓбѓђ !

бѓЈбѓбѓђбѓЄбѓбѓђбѓбѓђбѓ, бѓђбѓЎбѓбѓбѓ бѓбѓљ-бѓбѓќбѓЎбѓўбѓђ бѓђбѓбѓЎбѓбѓбѓќбѓбѓЎ бѓЈбѓбѓбѓ, бѓбѓбѓбѓќбѓбѓ бѓбѓќбѓбѓбѓбѓбѓбѓбѓ

бѓђбѓбѓбѓбѓбѓбѓ :