fbpx

ევროკავშირი და CENN მხარს უჭერენ ახალგაზრდებისა და ქალების ჩართულობას კლიმატის ცვლილების საკითხებში

6-11 სექტემბერი, 2022 წელი. ბულაჩაურის მწვანე ცენტრი. CENN-მა, პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად, ევროკავშირის მხარდაჭერით მიმდინარე პროექტის საქართველოს კლიმატის პროგრამა ფარგლებში,  ქალებისა და ახალგაზრდების კლიმატის ცვლილების თემატურ ბანაკს უმასპინძლა.   ბანაკის მიზანი, ადგილობრივი თემების ინფორმირებულობის გაზრდა და მათი გააქტიურება იყო კლიმატის ცვლილების საკითხებზე სხვადასხვა ინოვაციური მიდგომის დემონსტრირებით. ბანაკში მონაწილეობა მიიღო 21 მონაწილემ, პროექტის სამიზნე რეგიონებიდან – იმერეთი, რაჭა-ლეჩხუმი, კახეთი და გურია.

ბანაკის მონაწილეებს თემატური ტრენინგები ჩაუტარდათ შემდეგ საკითხებზე:  კლიმატის ცვლილება, მისი გამომწვევი მიზეზები, კლიმატის ცვლილების შემარბილებელი ღონისძიებები და მასთან ეფექტიანი ადაპტაცია, წყლის რესურსების ეფექტიანი მართვა, განახლებადი ენერგიები და ენერგო ეფექტურობა, ინოვაციური იდეების შემუშავებისა ტექნოლოგიების გამოყენების გზით, ადამიანის უფლებებზე დაფუძნებული მიდგომა, ლობირება და ადვოკატირება.

ჯგუფური მუშაობის შედეგად, მონაწილეებმა, ლიდერებთან ერთად, იმსჯელეს რეგიონების მიხედვით კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებული ინიციატივების განხორციელებაზე. მათ შორის, კლიმატის ცვლილების სფეროში ახალგაზრდებისა და ქალების აქტივიზმის ხელშეწყობისა და  ადგილობრივ და რეგიონულ დონეზე კლიმატის ცვლილების საკითხების აქტუალიზაციის გზებზე. თითოეული ჯგუფის მიერ წარმოდგენილი ინიციატივა მოიცავდა ახალგაზრდებისა და ქალების უნარებისა და შესაძლებლობების გაძლიერებას კლიმატის ცვლილების სფეროში. ბანაკის შედეგად შემუშავდა 4 რეგიონული ინიციატივა: ნარჩენების სეპარაციის დაგეგმვის ხელშეწყობის, წყალზე ხელმისაწვდომობის, წყალზე, სანიტარიასა და ჰიგიენაზე ცნობიერების ამაღლებისა და კლიმატ-გონივრული სოფლის მეურნეობის პრაქტიკების პოპულარიზაციის შესახებ, რომელთა დაფინანსება და განხორცილება უზრუნველყოფილი იქნება ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი საქართველოს კლიმატის პროგრამის ფარგლებში. 

ევროკავშირი განაგრძობს კლიმატის ცვლილების წინააღდეგ მიმართული ქმედებების მხარდაჭერას, პროექტის: “საქართველოს კლიმატის პროგრამა” ფარგლებში, სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერებით, ადამიანის უფლებებისა და ფუნდამენტური თავისუფლებების ხელშეწყობის მიზნით, წყლისა და ჯანსაღი გარემოს უფლებებზე აქცენტით. პროექტს ახორციელებს CENN, კახეთის რეგიონული განვითარების ფონდთან (KRDF), ჭიათურელთა კავშირთან (ACU), რაჭალეჩხუმისა და ქვემო სვანეთის აგროტურიზმის განვითარების ასოციაცისთან (RLS-ADA) და ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირთან (YPU) თანამშრომლობით. პროექტის სამიზნე მუნიციპალიტეტებია: გურჯაანი, საგარეჯო, ახმეტა, ზესტაფონი, ტყიბული, ჭიათურა, ლანჩხუთი, ოზურგეთი, ონი და ამბროლაური

X

бѓбѓђбѓбѓљбѓќбѓбѓђ !

бѓЈбѓбѓђбѓЄбѓбѓђбѓбѓђбѓ, бѓђбѓЎбѓбѓбѓ бѓбѓљ-бѓбѓќбѓЎбѓўбѓђ бѓђбѓбѓЎбѓбѓбѓќбѓбѓЎ бѓЈбѓбѓбѓ, бѓбѓбѓбѓќбѓбѓ бѓбѓќбѓбѓбѓбѓбѓбѓбѓ

бѓђбѓбѓбѓбѓбѓбѓ :