26 – 29 აპრილი, 2022 წელი. ბულაჩაურის მწვანე ცენტრი. CENN-მა, ევროკავშირის მხარდაჭერითა და UNDP-სთან თანამშრომლობით, “ენერგოეფექტურობისა და განახლებადი ენერგიის ტექნოლოგიების კომუნიკაციისა და ცნობიერების ამაღლების კამპანია სოფლად” ინიციატივის ფარგლებში, , ენერგოეფექტური ტექნოლოგიების იდეათონს უმასპინძლა. იდეათონში მონაწილეობა მიიღო 26-მა ახალგაზრდამ ხულოს, ქედის, ახალქალაქის, ბორჯომის, ყაზბეგის, თეთრიწყაროს, დედოფლისწყაროსა და ლაგოდეხის მუნიციპალიტეტებიდან.
იდეათონის მონაწილეებმა ენერგოეფექტური ტექნოლოგიების შესახებ ცონდა და გამოცდილება მიიღეს. ასევე, საველე ვიზიტის ფარგლებში, ბაზალეთის მწვანე ინჟინერინგის ცენტრში, ენერგოეფექტური ტექნოლოგიების მუშაობის პრინციპებსაც გაეცნენ.
მიღებული ცოდნის შედეგად, მონაწილეებმა ფასილიტატორებისა და ექსპერტების დახმარებით, იმუშავეს ენერგოეფექტური ტექნოლოგიების მიმართულებით იდეების შემუშავებაზე, კერძოდ: თბოიზოლაცია, მზის ხელნაკეთი წყლის გამათბობელი, მზის ქარხნული წარმოების წყლის გამათბობელი და მზის ჰაერგამათბობელი.
იდეათონი განხორციელდა ინიციატივის – „ენერგოეფექტურობისა და განახლებადი ენერგიის ტექნოლოგიების შესახებ ცნობიერების ამაღლების კამპანია სოფლად“ ფარგლებში.
პროექტი ხორციელდება ევროკავშირის (EU) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის (ENPARD) ფარგლებში.