fbpx

ვიდეო კურსი - ჰოლისტიკური (ერთიანი) გეგმიური ძოვება და მიწის დეგრადაციის ნეიტრალური ბალანსი

CENN-მა პროექტის “მიწის დეგრადაციის ნეიტრალური ბალანსის (LDN-ის) ეროვნული მიზნების მიღწევა დეგრადირებული საძოვრების აღდგენის და მდგრადი მართვის გზით” ფარგლებში მოამზადა ვიდეო კურსი თემაზე:

ჰოლისტიკური (ერთიანი) გეგმიური ძოვება და მიწის დეგრადაციის ნეიტრალური ბალანსი.

ვიდეო კურსი ფარავს შემდეგ თემებს: (1) ბუნებრივი საძოვრული სისტემების პასუხი ზემოქმედებაზე  და  მისი წონასწორობის საკითხები, (2) საძოვრების მართვის სწორი აღქმა და დაგეგმილი ძოვების როლი, (3) მცოხნელი პირუტყვის გამოყენება ეკოსისტემის აღდგენაში, (4) მიწის დეგრადაციას შედარება მიწის პოტენციალთან, (5) მიწის დეგრადაციის კონცეპტუალური ჩარჩოს ძირითადი კონცეფციებისა და საძოვრულ სისტემაში მის გამოყენებასთან დაკავშირებული საკითხები და შესაძლებლობები, (6) საქართველოს მაგალითზე საძოვრების აღდგენისა და მონიტორინგის მიზნით აღნიშნული მიდგომების გამოყენება.

პროექტი “მიწის დეგრადაციის ნეიტრალური ბალანსის (LDN-ის) ეროვნული მიზნების მიღწევა დეგრადირებული საძოვრების აღდგენისა და მდგრადი მართვის გზით” ინიცირებულია საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ და დაფინანსებულია გლობალური გარემოსდაცვითი ფონდის (GEF) მიერ. პროექტს ახორციელებს გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია (FAO Georgia). აღმასრულებელი ორგანიზაციაა კავკასიის რეგიონულ გარემოსდაცვითი ცენტრი (REC Caucasus). პროექტის პარტნიორია CENN.

X

бѓбѓђбѓбѓљбѓќбѓбѓђ !

бѓЈбѓбѓђбѓЄбѓбѓђбѓбѓђбѓ, бѓђбѓЎбѓбѓбѓ бѓбѓљ-бѓбѓќбѓЎбѓўбѓђ бѓђбѓбѓЎбѓбѓбѓќбѓбѓЎ бѓЈбѓбѓбѓ, бѓбѓбѓбѓќбѓбѓ бѓбѓќбѓбѓбѓбѓбѓбѓбѓ

бѓђбѓбѓбѓбѓбѓбѓ :