fbpx

კავკასიის სოციალური ინოვაციების საგრანტო კონკურსი დაიწყო!

ევროკავშირის მხარდაჭერით, EU4Youth პროგრამის ფარგლებში, CENN საქართველოს 3 რეგიონში სოციალური ინოვაციების საგრანტო კონკურსს აცხადებს!

ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი პროექტის „EU4Youth: საზღვრისპირა რეგიონებში სოციალური მეწარმეობის ეკოსისტემის განვითარება (SEED) მწვანე ზრდისთვის” ფარგლებში, ორგანიზაცია CENN ნინოწმინდის, გორისა და ახმეტის მუნიციპალიტეტებში საგრანტო კონკურსს იწყებს.

სოციალური ინოვაციების კონკურსის მიზანია ისეთი პროექტების გამოვლენა და დაფინანსება, რომლებიც ავითარებენ და წარმოაჩენენ სოციალურ ინოვაციებსა და სამეწარმეო იდეებს ნინოწმინდის, გორისა და ახმეტის მუნიციპალიტეტებში. კონკურსის მთავარი ამოცანა ახალგაზრდების (18-29 წლის), შშმ პირების, საზღვრისპირა სოფლებში მცხოვრები მოწყვლადი ჯგუფების, გოგონების, ეკომიგრანტებისა და ეთნიკური უმცირესობების გაძლიერება.

განმცხადებელმა საგრანტო იდეის პირველადი ელექტრონული განაცხადი უნდა წარმოადგინოს 2021 წლის 1 იანვრამდე. კონკურსის ყველა ეტაპის შესახებ ინფორმაცია, ვადები და სხვა მნიშვნელოვანი დეტალები შეგიძლიათ იხილოთ საგრანტო სახელმძღვანელოში CENN-ის გარემოსდაცვით ცოდნის პორტალზე.

X

бѓбѓђбѓбѓљбѓќбѓбѓђ !

бѓЈбѓбѓђбѓЄбѓбѓђбѓбѓђбѓ, бѓђбѓЎбѓбѓбѓ бѓбѓљ-бѓбѓќбѓЎбѓўбѓђ бѓђбѓбѓЎбѓбѓбѓќбѓбѓЎ бѓЈбѓбѓбѓ, бѓбѓбѓбѓќбѓбѓ бѓбѓќбѓбѓбѓбѓбѓбѓбѓ

бѓђбѓбѓбѓбѓбѓбѓ :