28 აპრილს, ,,კლიმატის მიმართ მდგრადი სოფლის მეურნეობა – PRAISE MARNEULI” ფარგლებში, გოგონების გაძლიერების კლუბის 12 წევრი ქალაქ თეთრწყაროში არსებულ აგროტურისტულ ცენტრს, „მხატვრის სახლს“ ეწვია.
ვიზიტის ფარგლებში, გოგონების გაძლიერების კლუბის წევრებმა ტურისტული ობიექტის შექმნის გამოცდილება გაიზიარეს. ასევე, ისაუბრეს გამოწვევებზე და მოტივაციის ძიების საკითხებზე, ინიციატივების განვითარების შესაძლებლობებზე, ძლიერი ქალის როლზე სოციუმში და მეწარმეობის სფეროში.
გოგონების გაძლიერების კლუბის წევრებს აგროტურისტული ცენტრის დამაარსებელმა, ია არსენიშვილმა უმასპინძლა. იამ პანდემიის პირობებში, მშობლების სახლი აგრო-ტურისტულ ცენტრად მოაწყო.
მარნეულის გოგონების გაძლიერების კლუბი 2021 წელს შეიქმნა, რომელიც მიზნად ისახავს მარნეულში მცხოვრები ახალგაზრდა ქალების შესაძლებლობების განვითარებას სოფლის მეურნეობის, გარემოს დაცვისა და მდგრადი განვითარების მიმართულებით.
პროექტი “კლიმატის მიმართ მდგრადი სოფლის მეურნეობა – PRAISE MARNEULI” ხორციელდება CENN-ის მიერ, HEKS-EPER-ის ფინანსური მხარდაჭერით. პროექტის მიზანია მარნეულის მუნიციპალიტეტში მოსახლეობის შემოსავლის შექმნის შესაძლებლობების გაზრდა, გარემოსადმი მეგობრული და კლიმატის მიმართ მდგრადი სოფლის მეურნეობის (CRA) ხელშეწყობის გზით.