წიგნში მოცემულია საქართველოს ტყეებში გავრცელებული სამღებრო მცენარეების მოკლე დახასიათება და სპეციალური ლიტერატურიდან ამოკრეფილი წესები ღებვის შესახებ, რომლებიც გამოცდილი და დამუშავებულია ავტორის, თინა ნაყეური-დათაშვილის მიერ.
წიგნი CENN-ის პროექტის „ტყის მდგრადი მართვა სოფლის განვითარებისთვის“ ფარგლებში, ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის (ADC) მხარდაჭერით შეიქმნა.