fbpx

მუნიციპალური მყარი ნარჩენების შემადგენლობის შესწავლის მეთოდოლოგია

მუნიციპალური მყარი ნარჩენების ფიზიკური შემადგენლობა რეგიონების მიხედვით იცვლება. მას განაპირობებს სხვადასხვა ფაქტორი, როგორიცაა მუნიციპალიტეტის მოსახლეობასა და კერძო სექტორში გავრცელებული ნარჩენების წარმოების პრაქტიკა, მყარი ნარჩენების ამოღების ხელშემწყობი პროგრამების მასშტაბი და არაფორმალური სექტორის გავლენა ნარჩენების შეგროვებამდე ნარჩენების კონტეინერებიდან ღირებული მასალების აღდგენაზე. ზოგადად, ნარჩენების შემადგენლობის შეფასება მნიშვნელოვანია ნარჩენების ნაკადში აღდგენადი მასალების მოცულობის განსაზღვრაში, რათა ამის მიხედვით დადგინდეს ნარჩენების აღდგენისა და რეციკლირების პროგრამების ტექნიკური და ეკონომიკური ეფექტიანობა. ნარჩენების შემადგენლობის შეფასება ასევე მნიშვნელოვანია ნაგავსაყრელზე განთავსებამდე დასამუშავებელი ბიოდეგრადირებადი მასალის ოდენობის დადგენის მხრივაც.

 

ვინაიდან მუნიციპალური მყარი ნარჩენების ნაკადი ცვალებადია, სხვადასხვა რაიონში ნარჩენების დახასიათებასთან დაკავშირებული სანდო მონაცემების მოპოვების მიზნით ნიმუშების აღების რაოდენობა და სორტირების დონე დამოკიდებულია იმაზე, თუ რა სანდოობის დონე არის საჭირო ამა თუ იმ მიზნის მისაღწევად. მაგალითად, გადამუშავების ინფრასტრუქტურაში დიდი ინვესტიციის ჩადებამდე საჭიროა მაღალი სანდოობის დონის მონაცემები ნარჩენების შემადგენლობის შესახებ. სანდოობის საშუალო დონე მისაღებია ამა თუ იმ რეგიონში ნარჩენების რეციკლირებისა და აღდგენის შესაძლებლობების შესასწავლად, რასაც აღდგენადი მასალებისთვის არსებული საბაზრო შესაძლებლობები განაპირობებს.

 

ქვემოთ აღწერილია ძირითადი პროცედურები, რომელთა საფუძველზეც შეიძლება განხორციელდეს მუნიციპალური მყარი ნარჩენების შემადგენლობის შესწავლა.

Waste composition_Methodology_GEO_20150626

X

бѓбѓђбѓбѓљбѓќбѓбѓђ !

бѓЈбѓбѓђбѓЄбѓбѓђбѓбѓђбѓ, бѓђбѓЎбѓбѓбѓ бѓбѓљ-бѓбѓќбѓЎбѓўбѓђ бѓђбѓбѓЎбѓбѓбѓќбѓбѓЎ бѓЈбѓбѓбѓ, бѓбѓбѓбѓќбѓбѓ бѓбѓќбѓбѓбѓбѓбѓбѓбѓ

бѓђбѓбѓбѓбѓбѓбѓ :