მუნიციპალური ნარჩენების მართვა საქართველოში პრობლემას
წარმოადგენს როგორც ნარჩენებთან დაკავშირებული მომსახურებების
არასაკმარისი ხარისხისა და დაფარვის, ისე ზემოაღნიშნულის შედეგად
ადამიანის ჯანმრთელობასა და გარემოზე უარყოფითი ზემოქმედების
თვალსაზრისით. შეზღუდული შესაძლებლობებისა და ფინანსური რესურსების
მქონე მუნიციპალიტეტები ვერ ახერხებენ, ნარჩენების მართვის ეფექტიანი
მომსახურებები შესთავაზონ მოსახლეობას. იმ პირობებში, როდესაც დიდ
ქალაქებსა და მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციულ ცენტრებში ნარჩენების
მართვასთან დაკავშირებული მომსახურებები გაუმჯობესებას საჭიროებს, ბევრი
შედარებით პატარა ქალაქი და სოფელი ჯერ კიდევ მოკლებულია მუნიციპალური
ნარჩენების ეფექტიანი მართვის სისტემას. არსებული ნაგავსაყრელების
ოპტიმიზაციადა გაუმჯობესება უკვე დაწყებულია სახელმწიფოებრივ დონეზე,
მაგრამ რეგიონებში ახალი სანიტარიული ნაგავსაყრელებისა და გადამტვირთავი
სადგურების მშენებლობა და ექსპლუატაცია, ისევე, როგორც იმ ძველი
ნაგავსაყრელების დახურვა და რეაბილიტაცია, რომელთა საჭიროებაც აღარ
იარსებებს ახალი რეგიონული ნაგავსაყრელების მოწყობის შემდეგ, მნიშვნელოვან
ინვესტიციებს მოითხოვს.
მუნიციპალური ნარჩენების მართვის გეგმის მომზადების სახელმძღვანელო დოკუმენტი