fbpx

თბოიზოლაცია და მისი გაუჯობესება პლასტმასას ნარჩენების გამოყენებით

ენერგოეფექტური სახლების მშენებლობა ხელს უწყობს ენერგიის დაზოგვას და გარემოზე ნეგატიური ზემოქმედების შემცირებას. საქართველოში  ენერგოეფექტურობის გაზრდა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სოფლებში, სადაც სოციალურ–ეკონომიკური მდგომარეობიდან გამომდინარე,  შეზღუდულია ენერგიის წყაროებზე ხელმისაწვდომობა.

 

სოფლის მოსახლეობა გათბობის წყაროდ ძირითად იყენებს  ხე-ტყის რესურსს, რომლის მოხმარებაც საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის[1] და CENN-ის[2] მიხედვით ბოლო 3 წლის განმავლობაში 2 – 3 მილიონი მ3-ია. შეშის განსაკუთრებით დიდი რაოდენობით არამდგრადი მოპოვება, თავისთავად, უარყოფითად აისახება ტყეების მდგომარეობაზე და მთლიანად ეკოსისტემაზე. აღნიშნულიდან გამომდინარე, მნიშვნელოვანია სოფლებში ენერგოეფექტურობის გასაზრდელად ღონისძიებების გატარება და სათბობად გამოყენებული ენერგიის შემცირება.

 

სათბობად ხე-ტყის რესურსი მოხმარების დროს ენერგოეფექტურობის გაზრდა შესაძლებელია ისეთი ღონისძიებების გატარებით როგორიცაა შეშის გამოშრობა, ენერგოეფექტური ღუმელების გამოყენება, სახლის თბო იზოლაცია და სხვა. მოცემულ სტატიაში გვინდა განვიხილოთ სოფლად სახლების თბოიზოლაცია, კერძოდ,  მეორადი პლასტმასის ნარჩენების გამოყენებით სახლების დათბუნება. სანამ უშუალოდ აღნიშნული მეთოდის აღწერაზე გადავალთ გვინდა აღვნიშნოთ მოცემული ტექნოლოგიის გამოყენების დადებითი ეფექტები:

 

  1. პლასტმასას ნარჩენის შემცირება, ნაგავსაყრელზე ნაკლები ნარჩენის განთავსება;
  2. თბო-იზოლირებული შენობები;
  3. ძვირადღირებული საიზოლაციო მასალების იმპორტის შემცირება;
  4. შეშის მოხმარების შემცირება.

 

ჰოლანდიური ორგანიზაცია Huys Advies[3] მიხედვით, მეორადი პლასტმასის ნარჩენებით სახლის დათბუნება აზიის არაერთ ქვეყანაში წარმატებით გამოიყენება. განსაკუთრებით მაღალმთიან, მკაცრი ზამთრით გამორჩეულ, რეგიონებში, სადაც ასევე ტურისტების მაღალი ნაკადების გამო, გაზრდილია პლასტმასას ნარჩენის რაოდენობა.

 

რაც შეეხება უშუალოდ დათბუნების მეთოდს, მისი დანერგვა განსაკუთრებით ეფექტიანია პლასტმასის ბოთლების ნარჩენების, PET-ის, გამოყენებით. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ PET ბოთლები იყოს კარგად გარეცხილი და გამომშრალი, ვინაიდან სველი ბოთლები სითბოსთან შეხებით წარმოქნის ნესტს, რომელიც თავისთავად ამცირებს თბოიზოლაციის ეფექტს. შენობის კედლებში რაც უფრო მაღალია სინესტე, მით უფრო იზრდება თბო გამტარობა და შესაბამისად მცირდება თბოიზოლაციაც. აღნიშნული ეფექტის უკეთესად აღსაქმელად დავაკვირდეთ მარჯვნივ მოყვანილ სურათს, სადაც ნაჩვენებია სხვადასხვა ტემპერატურის დროს სითბური დანაკარგები. შესაბამისად, ცუდი დათბუნების პირობებში, თბილი სახლიდან ნაკლები თბოიზოლაციის პირობებში დიდია სითბური დანაკარგები.

 

1

 

PET-ბოთლებისგან დამზადებული თბოიზოლაცია არის სითბოს ნაკლებად გამტარი, ვიდრე ჩვეულებრივი ბეტონის ან აგურის კედლები, რის გამოც ის ხელს უშლის გამთბარი შენობიდან სითბოს გადინებას.

 

PET-ბოთლებისგან იზოლაციის დამზადება მარტივად არის შესაძლებელი პოლიეთილენის მეორადი ბოჭკოვანი ტომრების გამოყენებით. თავდახურული PET ბოთლის ნარჩენები უნდა მოვათავსოთ ტომარაში, ხოლო ტომრის სისქე დამოკიდებულია გარემო ტემპერატურაზე და 5 სმ-დან 15 სმ-მდე მერყეობს.

 

2

 

აღნიშნული ტომრების გამოყენება შესაძლებელია როგორც ჭერის, კედლების, ასევე, სახურავის და იატაკის დათბუნების დროს. ასევე უნდა აღინიშნოს რომ PET-ბოთლების მოცემული მეთოდით გამოყენება უვნებელია ჯანმრთელობისთვის, რადგან ასეთ პირობებში მოთავსებული PET არ განიცდის დეგრადაციას და არ გამოყოფს მავნე ნივთიერებებს.[4]

 

სითბოს ყველაზე დიდი დანაკარგი წამოიქმნება ჭერის ცუდი თბოიზოლაციისას, რადგან გამთბარი ჰაერი მოძრაობს ქვევიდან ზევით, შესაბამისად შენობის დათბუნების დროს მნიშვნელოვანია ჭერის დათბუნება. სურათზე გრაფიკულად ასახულია PET-ით გავსებული ტომრების გამოყენებით ჭერის დათბუნების შესაძლებლობა.

 

3

 

განსხვავებულია მოცემული მეთოდის გამოყენება შენობის კედლების დათბუნების დროს. ძირითადად გვხვდება ორი ტიპის მეთოდი, ორმაგი კედელში მოთავსებული PET ბოთლების იზოლაცია და ჩვეულებრივი კედლის შიდა იზოლაცია.

 

შენობა, სადაც იზოლაცია მოთავსებულია ორმაგ კედლებში, თბება გვიან, მაგრამ სითბოს ინარჩუნებს უფრო ხანგრძლივი  პერიოდის განმავლობაში, რადგან თავდაპირველად თბება კედლები და შემდეგ სითბოს ინარჩუნებს იზოლაცია.

 

4

 

ორმაგი კედლებისგან განსხვავებით, ოთახი ერთმაგი კედელის იზოლაციით თბება უფრო ადრე, რადგან ამ დროს არ არის საჭირო მასიური კედლების გათბობა.

 

აღსანიშნავია ფაქტი, რომ დათბუნების გამოყენება შესაძლებელია როგორც  აშენებულ შენობებში, ასევე, ახალი შენობის აშენების დროს, პროცესში გათვალისწინებული უნდა იყოს ყველა პარამეტრი და შეირჩეს მფლობელისთვის ოპტიმალური ვარიანტი.

 

ნარჩენი PET ბოთლების გამოყენება თბო-იზოლაციისთვის არის იაფი ტექნოლოგია, ტრადიციული თბოიზოლაციის მასალებთან შედარებით, მისი ინვესტიციის ხარჯი დაახლოებით 5-ჯერ ნაკლებია და აქვს მნიშვნელოვანი სითბური ეფექტი, 30-35%-ით მცირდება ენერგიის ხარჯი.

 

[1] საქართველოს ენერგეტიკული ბალანსი, GEOSTAT, 2015, 2016 2017.

[2] CENN, სათბობი შეშის მოხმარება საქართველოში, მოთხოვნა მიწოდებისა და პოტენციალის

    შეფასება, 2016.

[3] www.nienhuys.info

[4] Thermal Insulation for House Construction With Used Pet Bottles, Huys Advies, 2004

X

бѓбѓђбѓбѓљбѓќбѓбѓђ !

бѓЈбѓбѓђбѓЄбѓбѓђбѓбѓђбѓ, бѓђбѓЎбѓбѓбѓ бѓбѓљ-бѓбѓќбѓЎбѓўбѓђ бѓђбѓбѓЎбѓбѓбѓќбѓбѓЎ бѓЈбѓбѓбѓ, бѓбѓбѓбѓќбѓбѓ бѓбѓќбѓбѓбѓбѓбѓбѓбѓ

бѓђбѓбѓбѓбѓбѓбѓ :