საქართველოს პასუხისმგებელი ბიზნესის კონკურსზე Meliora 2018 პალიტრა მედია ჰოლდინგმა გაიმარჯვა კატეგორიაში „ნარჩენების მათვაზე ორიენტირებული ინიციატივა“, რომელიც განხორციელდა USAID WMTR II პროგრამის მხარდაჭერით.
ლორენ რასელმა, USAID ეკონომიკური განვითარების ოფისის დირექტორის მოადგილემ, გამოაცხადა გამარჯვებული კომპანია 13 დეკემბერს.
საერთაშორისო და ადგილობრივი ექსპერტების მიერ დაკომპლექტებულმა ჟიურიმ შეარჩია კატეგორიის გამარჯვებული.
ჯილდო განკუთვნილი იყო გამორჩეული პროექტისთვის, რომელიც ამცირებს ნარჩენების მავნე ზემოქმედებას ბუნებრივ გარემოსა და ადამიანების ჯანმრთელობაზე და ხელს უწყობს მწვანე ეკონომიკის განვითარებას.
USAID WMTR II პროგრამას ახორციელებს CENN.
კონკურსზე მეტი ინფორმაციისთვის იხილეთ: http://meliora.ge/.