სოფლის მეურნეობას მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს საქართველოს ეკონომიკაში. განსაკუთრებით დიდია სოფლის მეურნეობის მნიშვნელობა რეგიონში მცხოვრები მოსახლეობისთვის, რომლის დასაქმების ძირითად წყაროს სწორედ ეს სექტორი წარმოადგენს.
ამ კვლევის ძირითად მიზანს წარმოადგენს აჭარის რეგიონში კაკლის ღირებულებათა ჯაჭვის ანალიზი, რაც გულისხმობს კაკლის წარმოებისა და გასაღების პროცესების აღწერას, ჯაჭვში დადებითი და უარყოფითი მხარეების განსაზღვრასა და რეკომენდაციების შემუშავებას.
საქართველოს ნიადაგი და კლიმატი ხელსაყრელია კაკლის წარმოებისთვის. კაკლის მოყვანა ხდება პრაქტიკულად ყველა რეგიონში. აჭარა ლიდერობს კაკლის წარმოების თვალსაზრისით და მას მოჰყვებიან შიდა ქართლი, კახეთი და იმერეთი.
წარმოების თვალსაზრისით კაკალი ამ ეტაპზე არ წარმოადგენს წამყვან კულტურას აჭარისთვის, თუმცა აღსანიშნავია ამ კულტურაზე მაღალი მოთხოვნა და ფასი ბაზარზე, რაც მის პერსპექტიულობაზე მიანიშნებს.