fbpx

საფეხმავლო გამყოლის მოსამზადებელი სასერტიფიკატო ტრენინგი ადგილობრივი ქალებისათვის და თემის წევრებისათვის კახეთში

კახეთის რეგიონულმა ქალთა საბჭომ, CENN-ის მხარდაჭერით, ქალთა შესაძლებლობების გაძლიერებისა და ტყის მდგრადი და მრავალფუნქციური, განსაკუთრებით კი ტყის არამერქნული რესურსების, გამოყენების გზით შემოსავლის ზრდის ხელშეწყობისთვის ადგილობრივი ინიციატივის განხორციელება დაიწყო.

პროექტის „ტყის მდგრადი მართვა სოფლის განვითარებისათვის“ ფარგლებში, კახეთის ქალთა საბჭოს ინიციატივით, ადგილობრივი თემისათვის, განსაკუთრებით კი ქალებისა და გოგონებისათვის, საფეხმავლო გამყოლის მოსამზადებელი სასერტიფიკატო ორდღიანი ტრენინგი ჩატარდა, რომელსაც საქართველოს ეკოტურიზმის ასოციაცია უძღვებოდა. ტრენინგი პანკისის ხეობაში, სოფელ ჯოყოლოში, ნაზი დაქიშვილის საოჯახო სასტუმროში განხორციელდა. ტრენინგს ესწრებოდნენ კახეთის სხვადასხვა მუნიციპალიტეტის სოფლებიდან ქალები და თემის წევრები, მათ შორის: ჯოყოლო, ომალო, ახალსოფელი, კისისხევი, არგოხი, შალაური, ფშაველი.

მონაწილეებმა ინფორმაცია მიიღეს ლაშქრობის, როგორც ტურიზმის სახეობის, საფეხმავლო გამყოლი გიდის პროფესიისა და მისი აღჭურვილობის, საფეხმავლო ტურის ჩატარების შესაძლო ადგილმდებარეობის დადგენისა და მარშრუტის დაგეგმვის სანავიგაციო ხელსაწყოების გამოყენების შესახებ.  ასევე, ტრენინგზე განიხილეს ლაშქრობისას არსებული რისკების, მათი მართვისა და კვების უსაფრთხოების საკითხები.  განხორციელდა პრაქტიკული სამუშაო, მათ შორის კარვის გაშლა და აღჭურვილობის გაცნობა.

კახეთის ქალთა საბჭო ინიციატივის ფარგლებში გეგმავს ადგილობრივი ქალების მხარდასაჭერად ღონისძიებების სერიას. მათ შორის ტრენინგებს, სემინარებს და სასწავლო ვიზიტებს თემაზე მწვანე მეწარმეობის ხელშეწყობა, ფორმალური რეგისტრაციის მნიშვნელობა, ციფრული უნარების გაუმჯობესება ადგილობრივი მეწარმეებისათვის, ფორუმს ქალი მეწარმეების მხარდასაჭერად და ასე შემდეგ. 

ქალთა საბჭოები შეიქმნა პროექტის „ტყის მდგრადი მართვა სოფლის განვითარებისათვის“ ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს CENN, ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის ფინანსური მხარდჭერით. ქალთა საბჭოების მიზანია სოფლად მცხოვრები ქალების სოციალური და ეკონომიკური გაძლიერების მხარდაჭერა  ტყის არამერქმნული რესურსების მდგრადი, სოციალური მეწარმეობის ხელშეწყობის გზით და მათი ჩართულობის გაზრდა ტყის მდგრადი მართვის და სოფლის განვითარებასთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების მიღების პროცესებში.

X

бѓбѓђбѓбѓљбѓќбѓбѓђ !

бѓЈбѓбѓђбѓЄбѓбѓђбѓбѓђбѓ, бѓђбѓЎбѓбѓбѓ бѓбѓљ-бѓбѓќбѓЎбѓўбѓђ бѓђбѓбѓЎбѓбѓбѓќбѓбѓЎ бѓЈбѓбѓбѓ, бѓбѓбѓбѓќбѓбѓ бѓбѓќбѓбѓбѓбѓбѓбѓбѓ

бѓђбѓбѓбѓбѓбѓбѓ :