fbpx

საჯარო სექტორი და არასამთავრობო ორგანიზაციები გვალვის მართვის პოლიტიკის გასაძლიერებლად გაერთიანდნენ

CENN-მა, IUCN-თან ერთად, ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის ფინანსური მხარდაჭერით, საქართველოს გარმეოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინსიტროსთან თანამშრომლობით, “ბუნებაზე დაფუძნებული გადაწყვეტები გვალვის რისკის შემცირებისა და გვალვისადმი მედეგობის ზრდისათვის“პროექტის ფარგლებში, ორდღიან ტრენინგსა და სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა. ღონისძიების ფარგლებში, საჯარო სექტორის, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ექსპერტებისაგან შემდგარმა სამუშაო ჯგუფის 30-მდე წევრმა საქართველოში გვალვის შესახებ ძირითადი მიგნებები, NbS-ის საქართველოში დანერგვისთვასთან დაკავშირებული  გამოწვევები და რეკომენდაციები განიხილა.

ვალვა ხდება მნიშვნელოვანი გამოწვევა მიწათსარგებლობისთვის და საქართველოც არ არის გამონაკლისი. საქართველო არ იყო გვალვისადმი მიდრეკილი ქვეყანა, თუმცა, წლების განმავლობაში ეს მაჩვენებელი მუდმივად იზრდება. სწორედ ამიტომ, ყურადღება უნდა მივაქციოთ ჩვენს ეკოსისტემებს და მათი მართვის პრინციპებსეს პროექტი  გვაჩვენებს შესაძლებლობას, რომ გვალვაზე უკეთ რეაგირება შეგვიძლია ეკოსისტემებზე ზრუნვით. სწორედ ამიტომ შევიკრიბეთ დღეს, რომ გავიგოთ რა არის გვალვის პრინციპები და ასევე მოძებნოთ გადაწყვეტილებები, რომლებიც დევს ეკოსისტემების სწორ მართვაში.კრის მაგერო, პროგრამის უფროსი ოფიცერი, IUCN ESPARO.

ტრენინგისა და სამუშო შეხვედრის  მიზანი იყო საქართველოში გვალვის პოლიტიკის გაძლიერების, გვალვისადმი მედეგობის ზრდის პროცესისა და ამ პროცესებში ყველა დაინტერესებული მხარის ჩართულობის ხელშეწყობა. 

 „გვალვის პრობლემები საქართველოსთვისაც ისევეა, როგორც სხვა დანარჩენი მსოფლიოსთვის. დაახლოებით, 5-6 წლის წინ გაეროს გაუდაბნოებასთან ბრძოლის კონვენციის მხარეთა ერთ-ერთ კონფერენციაზე პირველად დაიწყო საუბარი გვალვის სერიოზულ პრობლემებზე ქვეყანაში და საუბარი იმაზე , რომ მიწის დეგრადაცია მსოფლიოში გამოწვეულია როგორც ადამიანური, ასევე კლიმატური ფაქტორებით და ერთ-ერთი კლიმატური ფაქტორი გახლავთ სწორედ გვალვა. კონვენციას აქვს გლობალური მექანიზმი, რომელსაც შეუძლია კონვენციის მხარე ქვეყნებს დაუფინანსოს ექსპერტული დახმარება და ასევე დაეხმაროს სამოქმედო გეგმის შემუშავებაში. სწორედ ამ გლობალური მექანიზმის მიერ პირველად გაჩნდა გვალვის ინიციატივის ტერმინი და სწორედ ის პროექტი, რომლის ფარგლებშიც ჩვენ ვართ შეკრებილი გახლავთ ამ პროცესის გამოხმაურება.“ნინო ჩიქოვანი, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიწის რესურსების დაცვის სამმართველოს უფროსი.

ორდღიან  ტრენინგსა და  სამუშო შეხვედრას მოდერაციას საქართველოს გარემოს დაცვისა სოფლის მეურნეობის სამინისტროს ბიომრავალფეროვნებისა და სატყეო დეპარტამენტის უფროსი, კარლო ამირგულაშვილი უწევდა, ტრენინგს „ბუნებაზე დაფუძნებული გადაწყვეტები გვალვის მართვისათვის“ კი IUCN ECARO-ს წარმომადგენელი, ალექსანდრა იბრაგიმოვა უძღვებოდა. სამუშაო შეხვედრის ნაწილში მონაწილეებმა მოისმინეს პროექტის ფარგლებში მომზადებული ანგარიშის – საქართველოში გვალვისა  და გვალვის პოლიტიკის მიმოხილვა  – ძირითად მიგნებები, რასაც მოჰყვა რეკომენდაციების  განხილვა და დისკუსია.

ბუნებაზე დაფუძნებული გადაწყვეტები (NbS) გვალვის ეფექტიანი მართვისათვის ითვალისწინებს ეკოსისტემაზე მორგებულ მიდგომებს გვალვასთან დაკავშირებული პრობლემის აღმოსაფხვრელად. ის ფოკუსირებულია მიწის პროდუქტიულობისა და ბიომრავალფეროვნების მართვასა და აღდგენაზე; ამავდროულად, მიმართულია სოციალური და ეკონომიკური განვითარების შემაფერხებელი გარემოებების აღმოფხვრისკენ, რომელსაც გვალვა იწვევს სხვადასხვა თემებსა და ქვეყნებში.

CENN-IUCN პროექტი – ბუნებაზე დაფუძნებული გადაწყვეტები გვალვის რისკის შემცირებისა და გვალვისადმი მედეგობის ზრდისათვის“   მიზნად ისახავს  ხელი შეუწყოს გვალვის მართვის ღონისძიებებსა და პოლიტიკაში ეკოსისტემების აღდგენის ღონისძიებების ინტეგრირებას, რათა, შემცირდეს გვალვის სიხშირე, სიმკაცრე და ხელი შეეწყოს გვალვისადმი მედეგობის ზრდას.

ბუნებაზე დაფუძნებული გადაწყვეტები გვალვის რისკის შემცირებისა და გვალვისადმი მედეგობის ზრდისათვისპროეტი საქართველოში IUCN-ისა და CENNის მიერ, ავსტრიის განვითარების ფინანსური მხარდაჭრით ხორციელდება

X

бѓбѓђбѓбѓљбѓќбѓбѓђ !

бѓЈбѓбѓђбѓЄбѓбѓђбѓбѓђбѓ, бѓђбѓЎбѓбѓбѓ бѓбѓљ-бѓбѓќбѓЎбѓўбѓђ бѓђбѓбѓЎбѓбѓбѓќбѓбѓЎ бѓЈбѓбѓбѓ, бѓбѓбѓбѓќбѓбѓ бѓбѓќбѓбѓбѓбѓбѓбѓбѓ

бѓђбѓбѓбѓбѓбѓбѓ :