fbpx

სოფლის განვითარების მრავალუწყებრივი ჯგუფის ეროვნული სემინარი

ავსტრიული გამოცდილება საქართველოს სატყეო სექტორში

7 აპრილი, 2022 წელი. თბილისი. სატყეო მრავალუწყებრივმა სამუშაო ჯგუფმა, რომელიც სოფლის განვითარების „სამოქალაქო კომიტეტის“ ფარგლებშია შექმნილი, ეროვნული სემინარი გამართა. შეხვედრა CENN-ის მიერ, პროექტის – „ტყის მდგრადი მართვა სოფლის განვითარებისათვის“ ფარგლებში, ავსტრიის განვითარების თანამშრომლობისა (ADC) და ამერიკის სატყეო სერვისის (USFS) ფინანსური მხარდაჭერით ჩატარდა.

სემინარის ძირითადი ნაწილი დაეთმო ჯგუფის სამუშაო გეგმის ფარგლებში განხორციელებული კვლევების წარდგენას, საპილოტე ინიციატივებს ტყის მერქნული და არამერქნული პროდუქტების წარმოებისა და ბაზრის განვითარების შესახებ. ასევე, მხარეებმა განიხილეს ეკოტურისტული პროექტები, მათ შორის, პირველი ველო-ბილიკი აჭარაში და მუხურის რეგიონული პარკის დაარსების ინიციატივა, რომელიც 9,000 ჰექტარ სატყეო ტერიტორიას მოიცავს.

„გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან მჭიდრო თანამშრომლობით,  საბჭოს შეხვედრა  წელიწადში ორჯერ, სფეროში მომუშავე პარტნიორების ჩართულობით ტარდება. პროექტის მიზანი არის ტყისა და წყალშემკრები აუზების მდგრადი მართვა, სოფლის მდგრადი ენერგეტიკული გადაწყვეტილებების გაჩენა და სოფლად მცხოვრები მოსახლეობის შემოსავლის წყაროების დივერსიფიკაცია. მნიშვნელოვნად მიგვაჩნია ამ სამოქალაქო კომიტეტისა და ტყის სამუშაო ჯგუფის არსებობა, რადგან ვფიქრობთ, რომ ეს სამოქალაქო საბჭო გახდება  სოფლის განვითარების სტრატეგიის მონიტორინგის ინსტრუმენტი.“ – ნანა ჯანაშია, CENN-ის აღმასრულებელი დირექტორი.

შეხვედრის მონაწილეები გაეცნენ სატყეო მრავალუწყებრივი სამუშაო ჯგუფის განახლებულ გეგმას, რომელიც მოიცავს საქმიანობების ფართო სპექტრს 2021-2024 წლებისთვის და დაფუძნებულია საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის მიერ დამტკიცებული „მწვანე ბიუჯეტის პროექტის“ დარგობრივ პრიორიტეტებზე.

„ჩვენ მივდივართ ევროპისკენ და ევროპული ვალდებულებების შესრულებისკენ. თითოეული მოდელი, რომელიც მუშაობს ევროპაში სხვადასხვა განვითარებისა თუ კოორდინაციის კუთხით, საქართველოშიც უნდა არსებობდეს და მუშაობდეს წარმატებით, რომ ჩვენ რაც შეიძლება სწრაფად გავიაროთ ის გზა, რომელიც გვაშორებს ევროკავშირის წევრობასთან. ქვეყანა უნდა გამოვიდეს იმ განცდიდან, რომ ტყე არის მხოლოდ შეშა. მნიშვნელოვანია,  დავინახოთ როგორ შეიძლება სოფელმა მიიღოს ტყისგან მეტი და მეტი თანამედროვე ცივილური სარგებელი.“ – გიორგი ხანიშვილი, საქართველოს გარემოს დაცვისა და  სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე.  

შეხვედრას ესწრებოდნენ ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის თბილისის ოფისის ხელმძღვანელი  – ალექსანდერ კარნერი; ბიომრავალფეროვნებისა და სატყეო დეპარტამენტის უფროსი, კარლო ამირგულაშვილი; საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და კერძო სექტორის წარმომადგენლები.

„ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის სახელით, მოხარულები ვართ, რომ მხარს ვუჭერთ არა მხოლოდ ამ შეხვედრას, არამედ, მთელ პროცესს და იმ პროგრესს, რასაც ტყის მიმართულებით უკვე მივაღწიეთ. როდესაც ტყის პროგრამის გაძლიერების პროცესს ვიწყებდით, ვიცოდით, რომ ეს იქნებოდა გრძელი გზა. თუმცა, დღევანდელი დღე მოწმობს, რომ ეს მხარდაჭერა ღირდა და ჩვენ ეს პროცესი უნდა გავაძლიეროთ მრავალსექტორული ჩართულობით. ჩვენ მზად ვართ მომავალშიც მხარი დავუჭიროთ ამ პროცესს და გადავლახოთ ის გამოწვევები, რომელიც არის. მიხარია, რომ დღეს მაღალი ჩართულობა იყო, ჩვენ კიდევ ბევრი გვაქვს გასაკეთებელი.“ – ალექსანდერ კარნერი, ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის თბილისის ოფისის ხელმძღვანელი. 

სემინარი ჰიბრიდულ რეჟიმში ჩატარდა და მონაწილეებს კითხვების დასმა დისტანციურადაც შეეძლოთ.

პროექტი  „ტყის მდგრადი მართვა სოფლის განვითარებისათვის“ CENN-ის მიერ, ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის (ADC) ფინანსური მხარდაჭერით, 2018 წლიდან ხორციელდება. პროექტი მიზნად ისახავს ადგილობრივი შემოსავლის წყაროების დივერსიფიკაციის ხელშემწყობი გარემოს შექმნას და ეკოლოგიური რისკების შემცირებას ტყის მართვის გაუმჯობესების, სოფლად მდგრადი ენერგეტიკული გადაწყვეტილებების, ბუნებრივი კატასტროფების შემცირების, განათლების, ცნობიერების ამაღლების, ქალთა  დასაქმების შესაძლებლობების გაზრდისა და ამ საკითხებზე ეფექტიანი უწყებათაშორისი კოორდინაციის ხელშეწყობის გზით.

X

бѓбѓђбѓбѓљбѓќбѓбѓђ !

бѓЈбѓбѓђбѓЄбѓбѓђбѓбѓђбѓ, бѓђбѓЎбѓбѓбѓ бѓбѓљ-бѓбѓќбѓЎбѓўбѓђ бѓђбѓбѓЎбѓбѓбѓќбѓбѓЎ бѓЈбѓбѓбѓ, бѓбѓбѓбѓќбѓбѓ бѓбѓќбѓбѓбѓбѓбѓбѓбѓ

бѓђбѓбѓбѓбѓбѓбѓ :