fbpx

სტაჟირების პროგრამა ქ. თბილისის მუნიციპალურ ინსპექციაში

USAID/WMTR II პროგრამის ფარგლებში, 2018 წლის 10 დეკემბრიდან 14 დეკემბრის ჩათვლით, შიდა ქართლის რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტის ზედამხედველობის 8 წარმომადგენელი, თეორიულად გაეცნო და პრაქტიკული მონაწილეობა მიიღო ქ. თბილისის მუნიციპალური ინსპექციის თანამშრომლებთან ერთად წყვილებში მუშაობისას ნარჩენების კონტროლის განყოფილების ყოველდღიურ საქმიანობას, რომელიც მოიცავს:

 

– გარემოს ნარჩენებით დანაგვიანების ფაქტებთან დაკავშირებულ ადმინისტრაციული საქმის წარმოების პროცესს;

– ქვეით ეკიპაჟებთან ერთად საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ადგილზე შედგენის წესსა და პროცედურებს;

– ცხელი ხაზისა და მონიტორინგის შედეგად შემოსულ/გამოვლენილ ცალკეულ სამართალდარღვევებზე რეაგირების პროცედურებსა და წესებს;

– დოკუმენტ ბრუნვათა პროგრამაში კომპეტენციას განკუთვნილ საკითხებზე (მუნიციპალური, სამშენებლო და ინერტული ნარჩენებით გარემოს დანაგვიანებასთან დაკავშირებით) კორესპონდენციის წარმოების, განხილვის, გადამოწმების და შესაბამისი პასუხის მომზადების პროცესს.

 

 

აღნიშნული სტაჟირების შედეგად, მონაწილეებმა შეიძინეს როგორც თეორიული ცოდნა, ისე პრაქტიკული უნარ–ჩვევები, რომელიც აუცილებელია, ადგილებზე არსებული შეზღუდული რესურსების გათვალისწინებით, ნარჩენებით გამოწვეული გარემოს დაბინძურების კონტროლისა და მონიტორინგისათვის შიდა ქართლის ოთხივე მუნიციპალიტეტში.

 

WMTR II პროგრამას ახორციელებს CENN, USAID–ის მხარდაჭერით.

 

IMG_5407-s IMG_5435-s IMG_6161-s IMG_6174-s

X

бѓбѓђбѓбѓљбѓќбѓбѓђ !

бѓЈбѓбѓђбѓЄбѓбѓђбѓбѓђбѓ, бѓђбѓЎбѓбѓбѓ бѓбѓљ-бѓбѓќбѓЎбѓўбѓђ бѓђбѓбѓЎбѓбѓбѓќбѓбѓЎ бѓЈбѓбѓбѓ, бѓбѓбѓбѓќбѓбѓ бѓбѓќбѓбѓбѓбѓбѓбѓбѓ

бѓђбѓбѓбѓбѓбѓбѓ :